| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ჩვენი მოსწავლეები ძალიან უკან არიან ტექნოლოგიებში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ“ - აღნიშნულ მოსაზრებას მარნეულის №2 და №5 საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი თემო სუყაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავს და აღნიშნავს, რომ რეალურად მოსწავლეთა უმეტესობა სულად არ არის ტექნოლოგიებთან ახლოს.
შესაბამისად, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ამ წამს ტექნოლოგიების ათვისება, საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარის გამომუშავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა თუ ისტორიის დავალებების რვეულში შესრულება, მათი გადაღება და სოც.ქსელების ჩათში გაზიარება/მიწოდება“.
პედაგოგის მოსაზრებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენი მოსწავლეები ძალიან უკან არიან ტექნოლოგიებში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
ამ ყველაფერში სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, ჩვენ მასწავლებლებიც ვართ დამნაშავეები. ეს ამ დღეებში განსაკუთრებით ვიგრძენი.
სკოლაში შეწყვეტილი სწავლის პირობებში გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებებს. ჯიუტად ვითხოვთ რომ კონკრეტულ დავალებებს გასცენ პასუხი და ვიბარებთ ყველანაირი ფორმით. ამ სამუშაოებში არც ქულები იწერება და ზოგადად ძალიან ბუნდოვანია შეფასების საკითხი.
ვსვამ კითხვას - ხომ არ ჯობია იმ მოსწავლეებთან მაინც, ვინც ასე თუ ისე აითვისა თიმსი და სხვა პლატფორმები ვიმუშაოთ (თუნდაც ინდივიდუალურად) და მივაჩვიოთ ოფისის პროგრამების გამოყენებას?
ჩავწეროთ ინსტრუქციები, ავუხსნათ მკაფიოდ, რომ ამ წამს ტექნოლოგიების ათვისება, საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარის გამომუშავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა თუ ისტორიის დავალებების რვეულში შესრულება, მათი გადაღება და სოც.ქსელების ჩათში გაზიარება/მიწოდება.
ეკრანის გაზიარების კარგი ფუნქცია გვაქვს, რომლის დახმარებითაც შეიძლება ბევრი რამის სწავლება...
ხომ არ ჯობია მაქსიმალურად დავეხმაროთ აითვისონ ვორდი ან პოვერ პონტი და სხვა ელემენტარული საშუალებები? ჩვენ ხომ არავინ გვამოწმებს?
დავალებების რვეულში შესრულება სკოლაშიც ეყოფათ. საკუთარ თავს წარმოვიდგენ ხოლმე მოსწავლეების ადგილას და ძალიან მეცოდება ჩემი თავი, როგორც მოსწავლე!
ვეცადოთ მაინც.
პ.ს. შეიძლება ვინმემ თქვას მე არ ვაკეთებ ასეო. ძალიან კარგი. მეც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავაახლოვო იმასთან, რისგანაც შორს იყვნენ... მაგრამ, ამ დროს მეუბნებიან, რომ ასე აგზავნიან...“
ავტორის თქმით, ფოტო წარმოადგენს მოდელირებას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ
გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლაში ახარებთ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო