სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გაცდენები და „არა“ დისტანციურად - რა ბერკეტები არსებობს, თუ მოსწავლე ონლაინ გაკვეთილებს აცდენს?
07-04-2020
-
+


სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე იყო მასწავლებლებისთვის, ცდილობენ, მოსწავლეებს მაქსიმალურად მიაწოდონ ცოდნა, საჭირო საკითხები და მისცენ დავალებებიც.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ონლაინ გაკვეთილები მიმდინარეობს. გამოიკვეთა ხარვეზები: ინტერნეტის პრობლემა, ტექნიკური საშუალებების უქონლობა, რის გამოც ყველა მოსწავლე ვერ ერთვება საგანმანათლებლო პროცესში.

ჩვენ დავინტერესდით ხდება თუ არა გაცდენების აღრიცხვა ონლაინ სწავლების ფორმატში და მასწავლებლები წერენ თუ არა დისტანციურ „არას“? 

როგორც მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე სწავლის შედეგებზე მონიტორინგი არ გაკეთდება. სამინისტრო თვალს ადევნებს, თუ როგორი აქტივობით არიან ჩართულები სწავლების პროცესში სკოლები და როგორ ხდება კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, სთავაზობს მათ სხვადასხვა პლატფორმას, თუმცა როგორი ხარისხით მიიღებენ ცოდნას მოსწავლეები, ამის შემოწმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდება.

შესაბამისად, როგორც ჩანს, არც არა იწერება და არც აკადემიური მოსწრების აღრიცხვას აწარმოებენ სკოლები. შესაბამისად, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, როგორ მოხდება მეორე სემესტრში მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასება. 

მიუხედავად, იმისა, რომ სამინისტრო სწავლების ხარისხის მონიტორინგს არ აწარმოებს, უწყებამ, კანონის ფორმატში რამოდენიმე ცვლილება მაინც შეიმუშავა: 

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ინტერნეტი არ აქვთ და განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ პროექტებში ვერ ერთვებიან, მასწავლებლები ტელეფონით დაუკავშირდებიან და გაკვეთილებს აუხსნიან. აქამდე თუ ეს მასწავლებლის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად, საქართველოს მთავრობის 205-ე დადგენილების მიხედვით, სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ.

„იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ მიზნის მისაღწევად საგნის მასწავლებელი იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციას“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

მაგრამ რა უნდა ქნან მასწავლებლებმა მაშინ, როდესაც მოსწავლეებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონი? როგორ უნდა მოხდეს მათთან კომუნიკაცია და დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვა? ამ შემთხვევაში მასწავლებლებმა მოსწავლის მშობელთან ან მის მეურვესთან დაკავშირება უნდა მოახერხოს და ასე ჩართოს მშობელიც და ბავშვიც სასწავლო პროცესში.

დადგენილების მიხედვით, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, დამრიგებელთან, საგნის მასწავლებელსა და სკოლის სხვა სპეციალისტებთან.

მართალია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა საშუალებები შესთავაზა სკოლებს, რომ ყველა მოსწავლეს შეძლებოდა სასწავლო პროცესში ჩართვა, თუმცა თუ მშობელთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება და ვერც მოსწავლესთან კონტაქტი, ამ შემთხვევაში სამინისტროს რაიმე ბერკეტი არ გააჩნია, რითაც ყველა მოსწავლეს დაავალდებულებს, ჩაერთოს დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში. სამინისტრო ვერც მოსწავლეების ცოდნას გააკონტროლებს, თუ როგორ ეუფლებიან მოსწავლეები სხვადასხვა საგანს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება