სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში, საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალი შეიქმნება
25-07-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. 

სერიალში გაჟღერდება სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ სასარგებლო მესიჯები. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ბავშვების სოციალური უნარების, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და ისეთი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვა, ბავშვთა უფლებები (მაგ. განათლების უფლება, ინკლუზიური განათლება) სწავლისადმი ინტერესის გაღრმავება, შრომისმოყვარეობა, მეგობრობა.

ამ მიზნით, გაიმართა კრეათონი - კონკურსი, რომლის  ფარგლებშიც მოხდა კრეატიული იდეების გენერირება ორი მიმართულებით - სინოფსისი და გმირების ესკიზები. ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები და მათ ფულადი პრიზი გადაეცათ 1000 ლარის ოდენობით. კრეათონის ფარგლებში შერჩეული იდეები გამოყენებული იქნება საბავშვო ანიმაციური სერიალის განვითარებისთვის. 



განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კრეათონში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება