სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კრეათონში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს აცხადებს
12-07-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ატარებს კრეათონს საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის განვითარებისთვის საუკეთესო, კრეატიული იდეების გამოსავლენად. 

კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები 8 საათის განმავლობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს 2 მიმართულებით:

● სინოფსისი (შინაარსი, ამბავი)

● გმირების, პერსონაჟების ვიზუალური მხარე - ესკიზები (დასაშვებია როგორც ელექტრონული, ასევე ფურცელზე შესრულებული)

კრეათონი არის კონკურსი, სადაც მონაწილეები მოკლე დროში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მუშაობენ კონკრეტული დავალების კრეატიულად შესრულებასა და ახალი იდეების გენერირებაზე.

კრეათონში მონაწილეობა შესაძლებელია ერთ ან ორივე მიმართულებაზე, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში (ჯგუფში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ადამიანს)

გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური იმავე დღეს გამოავლენს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ 1000 ლარის ოდენობით.

კრეათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, სტუდენტებს, მოსწავლეებს (14წლის და ზემოთ ასაკის).

კრეათონის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეთა კვება.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს პირველი 100 დარეგისტრირებული ადამიანი, მსურველთა რეგისტრაციის ვადები: 12.07.2017- 19.07.2017

სარეგისტრაციო ფორმა: mes.gov.ge/kreatoni

მონაწილეობა უფასოა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება