სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის ზარი ახლაც რეკავს და ასე ვინაზღაურებთ მორალურ სიცარიელეს“ - თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური ინტერვიუ
01-04-2020
-
+


შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და იძულებითი არდადეგები უკვე აღარც მოსწავლეებს მოსწონთ და მით უმეტეს, აღარც მასწავლებლებს. ყველას ერთი სული აქვს, როდის გადაივლის ეპიდსიტუაციის საფრთხე და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ამ მხრივ, გამონაკლისი, არც Etaloni.ge- რესპონდენტი, თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი, გიორგი ედილაშვილია, რომელიც ონლაინ-სწავლების ავკარგიანობასა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზეც საუბრობს.

- სკოლის ადმინისტრაცია მორიგეობით დავდივართ სკოლაში და სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასე თუ გართულდებოდა ყველაფერი... მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, სოციალური ქსელი საშუალებით მუდმივ კონტაქტზე ვარ, ერთმანეთს ინფორმაციას ვუცვლით, მორალურად ვამხნევებთ და ყველაფერს ვაკეთებთ,რაც საჭიროა, რათა დისტანციური სასწავლო პროცესი, წესისამებრ წარვმართოთ.

- დისტანციური სწავლება, როგორც დირექტორს, მოგწონთ?

- უნდა ვაღიარო, ეს ახალი თემაა ბევრი პედაგოგისთვის, მიჩვეულები არ ვართ, მაგრამ ყოველი მათგანი ცდილობს, მაქსიმალურად გაერკვეს და მოსწავლეებსაც მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია; თითოეული ჩვენგანი ზრუნავს, ახალგაზრდა თაობა არ ჩამორჩეს სწავლას და არ დავკარგოთ წელი... ეს ყველასთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ და რაც მთავარია, ბავშვებმა უნდა მიიღონ განათლება.

- სკოლაში პერიოდულად დავდივარო, მითხარით... რას გრძნობთ, როდესაც ცარიელ სკოლას ხედავთ?

- ნამდვილად დამთრგუნველია ცარიელი სკოლა... ზარი შეგნებულად არ გავთიშეთ, ახლაც რეკავს და ასე ვინაზღაურებთ მორალურ სიცარიელეს. პედაგოგებსაც სულ ვამხნევებ, ხელი რომ არავინ ჩაიქნიოს... ისინი, რა თქმა უნდა, პროფესიონალები არიან, მაგრამ რთულია სახლიდან, დისტანციურად გაკვეთილის ჩატარება. სულ სხვაა, როდესაც გაკვეთილს სკოლაში ატარებ, იქ ხედავ ბავშვების განწყობას, მათ ყველა ემოციას, არ არსებობს, რაიმე გამოგეპაროს, ონლაინ კი ეს ყველაფერი მიუწვდომელია... რას ვიზამთ, ასე მოხდა, მთავარია, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და ჩვენი მოსწავლეები მალე დაუბრუნდნენ სკოლას.

- ბატონო გიორგი, ალბათ ბავშვებსაც მობეზრდათ იძულებითი არდადეგები. დარწმუნდნენ, რომ ტექნოლოგიები რეალურ ურთიერთობებს ვერ ცვლის, ხომ?

- პირად ურთიერთობას ნამდვილად არაფერი ცვლის, ახლა ხშირად გვესმის -  სკოლაში გვინდაო; ბავშვები, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, გაკვეთილი მალე დასრულებულიყო, სკოლისკენ იწევენ. ტექნოლოგიები აუცილებელია, რაც უფრო განვითრებული იქნება, მით მეტ ინფორმაციას მივიღებთ, ბევრს ვისწავლით, მაგრამ მხოლოდ ამაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულნი და არსებულმა ვითარებამ, თითოეული ჩვენგანი დაარწმუნა ამაში. ამ რთულმა სიტუაციამ ადამიანებში რაღაც შეცვალა - უფრო თბილი ხალხი ვყოფილვართ...

- თქვენზეც ვისაუბროთ - როგორ გახდით სკოლის დირექტორი და ზოგადად, რთული იყო ეს გზა?

- დირექტორი გავხდი 2007 წელს, კონკურსში მივიღე მონაწილება, ჩავაბარე გამოცდები... რამ განაპირობა? - პედაგოგების ოჯახი მყავს, დედა, მამა, ძმა...  ამიტომ არცაა გასაკვირი პროფესიის არჩევანი - ბიძგი მქონდა ოჯახიდან. სიმართლე გითხრათ, ადრე დიდად არ მხიბლავდა პედაგოგობა, ვფიქრობდი, რა გაუძლებს ამდენ ბავშვს, ამდენ აზრს; მაგრამ იცით, რა არის? როდესაც დირექტორი გავხდი, სხვა კუთხიდან დავინახე ყველაფერი, რისიც მეშინოდა და რასაც ვუფრთხოდი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგი ყოფილა -  პირადად, ბევრს ვსწავლობ ბავშვებისგან.

- ბავშვობაში გაბრუნებენ თქვენი მოსწავლეები?

- რა თქმა უნდა. მაბრუნებენ ბავშვობაში და მხოლოდ მე კი არა, ყველას, ვინც მოღვაწეობს განათლების სფეროში და მით უმეტეს, სკოლაში.

- რთულია ბავშვისთვის, როდესაც პედაგოგების ოჯახში იზრდება?

- რთულია, რადგან სახლშიც მოსწავლე ხარ. არის მომენტები, როცა უცებ გადმოგხედავენ, როგორც მოსწავლეს და შენც გსურს თქვა - „მას“, „მას“... პროფესიით, გეოგრაფი გახლავართ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, სკოლაშიც მაქვს საათები იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი პროფესია და არ მინდა, ჩამოვრჩე. ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს. დირექტორი საათების გარეშე მხოლოდ მენეჯერი ხარ. მართალია, გაქვს გარკვეული შეხება ბავშვებთან, მაგრამ გაკვეთილის პროცესში, კლასში მასწავლებლად შესვლა, სხვა ემოციაა. სკოლაში შენი ცოდნის გადაცემის საუკეთესო გზა მასწავლებლობაა, როდესაც შედიხარ კლასში, შეგიძლია, ბევრი რამ უთხრა მომავალ თაობას. თუნდაც ისეთი, რასაც წიგნში ვერასოდეს წაიკითხავენ.



- ბავშვებს თუ უყვართ თქვენი საგანი?-

- ალბათ უყვართ...

- საგნის გამო თუ მასწავლებლის გამო?

- ზოგადად, საგანი ძალიან საინტერესოა, მრავლისმომცველი, ეს არ არის ვიწრო სფერო, რომელიც მხოლოდ მთას და მდინარეს ეხება. თუმცა ალბათ, ჩემი ფაქტორიც მოქმედებს. ვფიქრობ, პედაგოგზე ბევრია დამოკიდებული. შესაძლოა, საგანი ბავშვს არ მოსწონდეს, მაგრამ მასწავლებელი მისაღები იყოს პიროვნულად და ამის გამო გაუჩნდეს საგნისადმი ინტერესი.

- რა არის საჭირო, მოსწავლეს მასწავლებელი რომ უყვარდეს?

- ალბათ მოსწავლეს თავის დონეზე უნდა გაუგო, მისი ასაკის გახდე, იყო უფრო მეგობრული. ფილმებში რომ არიან გრძელი სახაზავით მოსიარულე პედაგოგები, ასეთი არ უნდა იყო.

- ფილმებში კი არა, წლების წინ ასეთი სტერეოტიპი არსებობდა, ბატონო გიორგი.

- მეც ვსწავლობდი სკოლაში, გავლილი მაქვს ეს ყველაფერი და პირადად, არ მიყვარს ასეთი მიდგომა. სიმკაცრე აუცილებელია და ამის გარეშე სკოლას ვერ მართავ  - ვერც ნორმალური პედაგოგი იქნები და ვერც დირექტორი, მაგრამ ეს არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოს. სიმკაცრეც და სიყვარულიც ზომიერი უნდა იყოს - პედაგოგობა ურთულესი პროფესიაა.

- ოჯახში პედაგოგი ხართ თუ დირექტორი?

- მგონი, მაინც მოსწავლე ვარ, მიუხედავად იმისა, ოჯახი მყავს, ისევ მშობლების მოსწავლედ ვრჩები... დანარჩენებისთვის კი მეგობარი ვარ.

- რას უსურვებდით თქვენს მოსწავლეებს?

- პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობას... არსებულ ვითარებაში კარგად დავინახეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა... ვუსურვებ, მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და დავბრუნდეთ სკოლაში იმიტომ, რომ მეც ძალიან მომენატარა ყველა.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს

სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს და ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს

 

 

სკოლაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ყველასათვის საყვარელი ქართული ზღაპარი - „რწყილი და ჭიანჭველა“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება