სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტური გრანტების ფონდს ქმნის
26-03-2020
-
+


2020 წლის 25 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდის შექმნას აანონსებს. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტები. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდი ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. აბიტურიენტები, რომლებიც 2020-21 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფონდის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა გრანტებით. 

KIU-ს ფონდის ფარგლებში დაფინანსდება:

1) სწავლის გადასახადი
2) სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი
3) სტუდენტური სტიპენდია
4) KIU ბარათი (KIU ბარათი მოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა ობიექტებში). 

ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს: მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 55 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში. 

გრანტის აღების ვადები

სწავლისა და ცხოვრების დაფინანსების მოთხოვნისთვის აუცილებელია აბიტურიენტი დარეგისტრირდეს KIU-ს პროგრამებზე ა.წ. 30 მარტამდე KIU-ს სარეგისტრაციო ნომრით 197 და შეავსოს შესაბამისი საგრანტო განაცხადი (www.kiu.edu.ge).

სტუდენტური გრანტებისთვის განცხადებების საბოლოო დამტკიცება მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და KIU-ში ჩარიცხვის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელო www.kiu.edu.ge ან დაგვიკავშირდით: admissions@kiu.edu.ge; ტელ.: *0197

იხილეთ ასევე: ჩააბარე და განაგრძე სწავლა სამხრეთ კავკასიის პირველ საგანმანათლებლო ქალაქში - KIU

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება