სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩააბარე და განაგრძე სწავლა სამხრეთ კავკასიის პირველ საგანმანათლებლო ქალაქში - KIU
25-03-2020
-
+


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აბიტურიენტებს პირველადი რეგისტრაციის შემდგომ სასურველი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევა საგამოცდო ნაშრომების პასუხების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით შეეძლებათ. შესაბამისად, დრო, იმის მოსაფიქრებლად თუ სად გსურთ, ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდის გატარება, ნამდვილად გაქვთ.

ალბათ, ყველას გვიოცნებია ისეთ უნივერსიტეტში მოხვედრაზე, როგორიც ხშირად ტელე ეკრანებთან მსხდომებს ფილმებში გვინახავს - თინეიჯერი, რომელიც სტუდენტი ხდება და  საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადადის და უნივერსიტეტის კამპუსში ათასგვარი დაუვიწყარი ისტორია ვითარდება მის თავს...

წელს, პირველად, როგორც ქართველ, ისე უცხოელ აბიტურიენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ისეთ უნივერსიტეტში როგორზეც უოცნებიათ. სტუდენტური საცხოვრებლები, ბიბლიოთეკები, კაფეტერიები, კეთილმოწყობილი სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა, საერთო სამუშაო სივრცეები - ამ ყველაფერს ქუთაისი საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წლის შემოდგომიდან გთავაზობთ.



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი პირველი საგანმანათლებლო ქალაქი იქნება რეგიონში.  კამპუსს, რომელსაც 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული მოსახერხებელი მდებარეობა აქვს და იოლად მისადგომია. იგი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 25 კილომეტრის, ხოლო თბილისიდან სულ სამი საათის დაშორებით მდებარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წელს მიიღებს. ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

„ქუთაისის საუნივერსიტეტო კამპუსი მართლაც უნიკალური სივრცეა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ მიიღონ განათლება და დაისვენონ ერთიდაიგივე სივრცეში. კამპუსის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და სასწავლო პროცესს, რომელიც წარიმართება კორპუსებში, რომლებიც გარშემორტყმულია უნიკალური ტყის მასივით. იმედი გვაქვს საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების გამოცდილება ჩვენს სტუდენტებში წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპებით ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად, ახალი შენობების, სივრცეების და პროგრამების დამატების პარალელურად გაგრძელდება“, - აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

აღსანიშნავია, ისიც რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარებისთვის საერთაშორისო - საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ ერთი მილიარდი ევროა გამოყოფილი და იგი სრულად ხმარდება ამ უნიკალური საგანმანათლებლო ჰაბის მშენებლობას საქართველოში, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება