სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ადგილი, სადაც ბავშვები ბაქტერიებს ყოველდღე ეხებიან - რამდენად ხშირად წმენდთ მათ?
14-03-2020
-
+


ადგილები, სადაც თქვენი შვილები დამალულ ბაქტერიებს ხვდებიან, ამოუწურავია. თუმცა უნდა შეეცადოთ აკონტროლოთ, რათა ისინი ბაქტერიებს არ ეხებოდნენ და სახლშიც არ მოჰქონდეთ.

ალბათ, ცდილობთ ხელები ხშირად და სწორად დააბანინოთ, მაგრამ საგნებსა და ტექნიკურ მოწყობილობებს, რამდენად ხშირად წმენდთ?

თქვენი შვილები გაციების, გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებებისგან რომ დაიცავთ, გაიცანით ის „ცხელი წერტილები“, სადაც ბაქტერიები თავს იყრიან.

ზურგჩანთები და ყუთები

ჩანთები ქაღალდების ნაკუწებისგან, საკვების ნამცეცებისგან და სხვა ჭუჭყისგან ხშირად გაასუფთავეთ. ასევე ხშირად გარეცხეთ ან გაწმინდეთ ყველა მატერიის ყუთი, რომელსაც ბავშვები იყენებენ.

ცხოველთა სათამაშოები და ჯამები

თქვენს შვილებს ცხოველებთან თამაში თუ უყვართ გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები მათ საკვებ ჯამზეც და სათამაშოებზეც მოხვდება. ხშირად გაწმინდეთ და ცხელი წყლით სანიტარულად დაამუშავეთ ყველა ის ნივთი, რაზეც ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს.

სპორტული აღჭურვილობა და ხალიჩები

ხშირად გაწმინდეთ შვილების სპორტული აღჭურვილობა, მაგალითად, ჩაფხუტი და ტანსაცმელი, ასევე ხალიჩები თქვენს ირგვლივ. შვილებს ისეთი ფეხსაცმელი ჩააცვით, რომ ტერფები მაქსიმალურად დაფარული იყოს.

ტელეფონი და ტაბლეტი

დღესდღეობით ბავშვებზე მუდმივად ტელეფონი ან ტაბლეტი უჭირავთ ხელში, ამიტომ მათზე ბევრი ბაქტერია იყრის თავს. ელექტრონული მოწყობილობები ხშირად გაწმინდეთ.

ავტომობილის სავარძლები

ავტომობილის სავარძლები, სადაც ბავშვებს სვამთ, მაქსიმალურად კარგად და ხშირად გაწმინდეთ. ბავშვის სავარძელზე წარწერებს დააკვირდით, რითი და როგორ შეგიძლიათ დაასუფთაოთ ის. თუ საჭიროა, მაქსიმალურად დაშალეთ და ისე გაწმინდეთ.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება