სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ზრუნავს თიანეთის მერია მოსწავლეების განათლებაზე არდადეგების დროს
12-03-2020
-
+


თიანეთის საჯარო სკოლები Izrune.ge-ში აქტიურად არიან ჩართულნი და დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელი, ანანო ხარანაული მეორე წელია ყოველ ხუთშაბათს მოუთმენლად ელის, რათა izrune.ge-ს ტესტირება გაიაროს, შემაჯამებელი ტესტირებისთვის მოემზადოს და წიგნიერების დღესაც წარმატებას მიაღწიოს. როგორც თავად ანანომ გვითხრა, ახლა, როდესაც არდადეგები გახანგრძლივდა და სახლში უწევს ყოფნა, izrune.ge-მ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - სკოლაში რომ არ დავდივართ, ასე ყოფნა მომბეზრდა, izrune.ge-სთან ერთად კი დრო სწრაფად და საინტერესოდ გადისო.

„სახლში მოვიწყინე, ყოველ ხუთშაბათს ახლა განსაკუთრებით ველი, izrune.ge-ს ტესტირება რომ გავიარო და თვის ბოლო კვირას, შემაჯამებელ ტესტში დიპლომთან ერთად, შექება დავიმსახურო. მე და izrune.ge პირველივე კლასიდან ვმეგობრობთ. წერა-კითხვა თავიდანვე ვიცოდი და არც კითხვებზე პასუხის გაცემა გამჭირვებია. ვიცი, ბევრი უნდა ვიკითხო, ვიმეცადინო, რომ ბევრი, ბევრი დიპლომი მქონდეს. განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკა და ამ საგნის კითხვები რომ მხვდება მიხარია. იცით, მე ექიმი უნდა გამოვიდე - მინდა, ჩემნაირ პატარებს სიცხე გავუზომო, ვუმკურნალო და ისეთი წამლები დავალევინო, ავად აღარასოდეს გახდნენ. ახლა ნოდარ დუმბაძის „მე ბებია ილიკო და ილარიონს“ ვკითხულობ და სასაცილო მომენტებზე ჩუმად ვხითხითებ. Izrune.ge-ს ტესტებს კი დედიკოსთან ერთად ვავსებ... უფრო სწორად, მე მარტო ვავსებ, დედიკო კი ჩემ გვერდითაა და როდესაც შექებას ვიმსახურებ, ეს დედიკოსთან ერთად მიხარია“.



ანანოს დედიკომ, მაია ცანკაშვილმა კი გაგვიმხილა, რომ თავისუფალ დროს ანანოს ხატვა უყვარს, ასევე ცეკვაზე დადის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც წიგნებს ემეგობრება და ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს izrune.ge - პროექტი რომელიც  ბავშვების განვითარებაზე ნამდვილად ზრუნავს. ახლა კი, როდესაც თიანეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ თიანეთის მოსახლეობას პროექტში უსასყიდლოდ ჩართვის საშუალება  მისცა, პატარა ანანო ხარანაული და ყველა ადგილობრივი მოსწავლე, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მათზე izrune.ge ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება