სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსისგან დაცვა: რომელი პირბადეა უკეთესი?
12-03-2020
-
+


ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ადამიანები თავდაცვის ინდივიდუალურ საშუალებებს ეძებენ. რამდენად ეფექტურია ნიღბები ან რესპირატორები? და რომელია მათგან უკეთესი?

ახალი კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე იწვევს კითხვას, არსებობს თუ არა მისგან ინდივიდუალური დაცვის საიმედო საშუალება. მსოფლიოში გაიზარდა მოთხოვნა სამედიცონო პირბადეებზე. მაგრამ ნამდვილად უზრუნველყოფენ თუ არა ისინი დაინფიცირებისგან დაცვას?

დაგვეხმარება თუ არა სამედიცინო ნიღაბი?

სამედიცინო ნიღბები - სახის კანს და სასუნთქ ორგანოებს სხვადასხვა მცირე ნაწილაკებისგან იცავს. 

დიდი ხნის განმავლობაში სამედიცინო ნიღბები, პირველ რიგში, ქირურგების მიერ საოპერაციოში გამოიყენებოდა. ამ გზით, მცირდებოდა პაციენტისთვის ჰაერ-წვეთოვანი გზით შესაძლო ინფექციების გადადების რისკი და ასევე ოპერაციების დროს მედიკოსების სახის კანს ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისგან იცავდა. ეფექტურ დაცვას სამედიცინო ნიღაბი 2 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს, შემდეგ მას იცვლიან.

ბოლო დროს პროფილაქტიკური ნიღბები გახდა პოპულარული, როგორც ვირუსული ინფექციებისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალება. მაგრამ განსაკუთრებული ეფექტურობით ისინი არ გამოირჩევიან.

ვირუსი ადამიანის ორგანიზმში პირიდან, თვალიდან, ცხვირიდან, ჭრილობიდან, ნაკაწრებიდან და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჭუჭყიანი ხელებით ხვდება.

ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი და დამცავი სათვალე პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს შეხსენებას, რომ ჭუჭყიანი ხელებით არ ღირს ცხვირის ან თვალების შეხება.

ყველაზე სანდო რესპირატორები

რომელი ნიღბები დაგვიცავს კორონავირუსისგან? არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სახის ნიღაბი - მტვირგან დამცავი ნიღბებით დაწყებული სამი კატეგორიის ფილტრის მქონე ნიღბებით დამთავრებული, რომლებიც რესპირატორული დაცვის ევროპულ სტანდარტს შეესატყვისება.

რესპირატორები, დაცვის კლასით FFP1 (Filtering Face Piece), ჩვეულებრივ გამოიყენება არატოქსიკური მტვრისგან თავდასაცავად სასოფლო-სამეურნეო, კვების, ხის გადამამუშავებელ და სამშენებლო ინდუსტრიაში. ვირუსული ინფექციებისგან დაცვის გარანტიას ისინი არ იძლევიან.

რესპირატორებს, დაცვის კლასით FFP2, მავნე ნივთიერებების 94 პროცენტის შეკავება შეუძლიათ. ისინი სპილენძის, ბარიუმის, ტიტანის, ვანადიუმის, ქრომის, მანგანუმის მტვრისგან დაცვისთვის გამოიყენება.

ისინი ასევე შესაფერისია სამუშაო ადგილებზე, სადაც ჰაერი მავნე კანცეროგენულ მტვერს შეიცავს. მათი გამოყენება ასევე შეიძლება გრიპისგან და სხვა ვირუსული ინფექციებისგან თავდასაცავად.

FFP3 კლასის დაცვის რესპირატორები არის ყველაზე საიმედო და აქვს მყარი და თხევადი ნაწილაკების 99%-იანი ფილტრი.

მათ აქვს უფრო დიდი და მრავალფენიანი ფილტრები და განსაკუთრებით საშიშ მასალებთან მუშაობის დროს შეუცვლელია. კერძოდ, შუშის დაჭრისას, ფოლადისა და ალუმინის შედუღებისას.

მაგრამ არანაირი რესპირატორები და ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები ვირუსისგან ვერ დაგვიცავს, თუ ადამიანი არ მისდევს ჰიგიენის ძირითად წესებს და პირველ რიგში, ხშირად არ იბანს ხელებს.

იხილეთ ასევე:

კორონავირუსი, გრიპი თუ გაციება: როგორ უნდა მიხვდეთ, რით ხართ დაავადებული?

კორონავირუსის ადრეული სიმპტომები - როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ დაავადებაზე?

მასწავლებლის ორიგინალური ექსპერიმენტი, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს - როგორ ავუხსნათ ბავშვებს, რომ ხელების საპნით დაბანა აუცილებელია

ცნობილი ტელეწამყვანი გასწავლით, როგორ დაიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება