სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსი, გრიპი თუ გაციება: როგორ უნდა მიხვდეთ, რით ხართ დაავადებული?
01-11-2020
-
+


მაღალი ტემპერატურა, ხველა, სისუსტე, თავის ტკივილი - პირველ ეტაპზე კორონავირუსის, გრიპის და გაციების სიმპტომები ისე ჰგავს ერთმანეთს, რომ დაავადებების ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. მაგრამ განსხვავება მაინც არის.

დაავადების პირველ ეტაპზე ახალი კორონავირუსის 2019-nCoV სიმპტომების გრიპის გამოვლინებებში არევა მარტივია. შემთხვევათა უმეტესობაში ეს არის მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სუნთქვის გართულება, კუნთების ტკივილი, სისუსტე, ზოგიერთ შემთხვევებში თავის ტკივილი. მაგრამ არის ორი ძირითადი სიმპტომი, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ საუბარი ეხება გაციებას ან გრიპს და არა კორონავირუსს: ესაა სურდო და ყელის ტკივილი.

ეს ორი სიმპტომი - ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ტიპიური ნიშნებია. რადგან ახალი პათოგენი ძირითადად ქვედა სასუნთქი გზებს ვნებს, მისით დაინფიცირებულ ადამიანს ძირითადად ექნება მშრალი ხველა, ქოშინი და / ან პნევმონია, მაგრამ არა ყელის ტკივილი.

კორონავირუსის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომია ცხელება. სხვა საერთო სიმპტომები მოიცავს მოთენთილობას და მშრალ ხველას, თავის ტკივილი მხოლოდ მცირე შემთხვევებში ფიქსირდება. 

ვირუსის მიმართ ყველაზე დაუცველნი არიან ხანდაზმული ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებით.  ხშირად ვირუსი მიდის მარტივად და უსიმპტომოდ.

ახალი კორონავირუსი, ძირითადად, ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა ასევე ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან შეხებით ან ზედაპირიდან. ამიტომ, პირველ რიგში მედიკოსები ხელების ხშირ დაბანას, ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცის გამოყენებას და სავარაუდო ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტისგან თავის არიდებას გვირჩევენ. 

ცნობისთვის, ამ დრომდე, საქართველოში ახალი კორონავისრუსის სულ ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. 

ასევე დაგაინტერესებთ: კორონავირუსის ადრეული სიმპტომები - როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ დაავადებაზე? 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება