| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანისთვის სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებეთა კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მათთვის მხარდამჭერი და მამოტივირებელი გარემოს შექმნით იწყება.
სკოლაში საინტერესო, შედეგზე ორიენტირებულ და თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს და ყველაფერს აკეთებს, რომ ახალ თაობას სწავლა სიხარულად უქციოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და როდის არის სასსწავლო პროცესი წარმატებული.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე თავს დაცულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობს, მასწავლებლებს კი ექნებათ მხარდაჭერა და თანამშრომლობის შესაძლებლობა. სწორედ ასეთ გარემოში იწყება წარმატებული სასწავლო წელი.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეზე, როგორ გავხადოთ სწავლა საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და თითოეული ბავშვის საჭიროებებზე მორგებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილმა ცოდნასთან ერთად დამოუკიდებელი აზროვნებისა და განვითარების სურვილიც გააღვივოს.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლე არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენს, არამედ სწავლობს ფიქრს, კითხვების დასმას, საკუთარი აზრის გამოხატვას და მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც მოსწავლეს სწავლის სურვილი უჩნდება.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- ცნობისმოყვარეობით, მოსწავლის ინტერესის გაღვივებითა და კითხვით, რომელიც ფიქრისა და აღმოჩენის სურვილს აღძრავს. მჯერა, რომ სწავლა ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლე პროცესის აქტიური მონაწილეა და არა მხოლოდ მსმენელი.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- თანამედროვე, ინტერაქტიულ მეთოდებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მის შრომას აფასებენ, მის აზრს პატივს სცემენ და საკუთარ წარმატებას თავად ხედავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს - შეცდომა მარცხი კი არა, სწავლისა და განვითარების ნაწილია.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ცნობისმოყვარეობით იწყება, აღმოჩენებით გრძელდება და მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში პოულობს გამოყენებას. როდესაც მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ შეფასებისთვის, არამედ საკუთარი ინტერესითა და განვითარების სურვილით, სწორედ მაშინ ხდება განათლება ნამდვილი ღირებულება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება