სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მცხოვრებლები შველას ვითხოვთ“ - სკოლის სარდაფში მარიხუანას მოსაწევად გამოსაყენებელი ინვენტარის აღმოჩენაზე გამოძიება დაიწყო
03-03-2020
-
+


ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანის მოსაწევად გამოსაყენებელი ინვენტარი და შპრიცები აღმოჩანიეს.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით, „მთავარი არხი“ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე მე-5 და 24-ე საჯარო სკოლის დირექტორია გადაყვენილი. აღნიშნული სკოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებაროებს.

ადგილობრივების თქმით, სკოლის სარდაფი ქუჩური გარჩევების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სივრცედ არის გადაქცეული.

„სკოლის სარდაფში არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშულებების მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთები, რომელსაც როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები იყენებენ. ეს ადგილი გადაქცეულია ქურდული და კრიმინალური გარჩევების პერიმეტრად და ხშირად არია ასეთი მდგომარეობა, ამის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები შველას ვითხოვთ“, - აცხადებს ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც იდენტიფიცირება არ ისურვა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულზე საქმე აღძრულია.

„გამოძიება დაწყებულია აღნიშნულ მისამართზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე“, - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

etaloni.ge სკოლის დირექტორებთან დაკავშირებას და დამატებითი ინფორმაციიის მოპოვებას შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ხოლო მე-5 საჯარო სკოლის იდრექტორმა ია პაიჭაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.  ვეცდებით, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის ელიზბარ ბარბაქაძის კომენტარი მოგვიანებით შემოგთავაზოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება