სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ონის მერმა ემზარ საბანაძემ „ეტალონის“ სამეულში გასულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადასცა
02-03-2020
-
+


ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილე ეკა მაისურაძესა და ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ იმედა მეშვილდიშვილთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის პედაგოგებს და ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

მერმა საპრიზო ადგილების მფლობელ სამ მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა და მათ მუნიციპალიტეტის და ქვეყნის სასიკეთოდ წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მოღვაწეობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის განვითარების და წინსვლის საქმეში. აღნიშნა, რომ ონის სკოლის უკვე ტრადიციად ქცეული წარმატებები და გამორჩეულად კარგად აღზრდილი, ნიჭიერი ახლაგაზრდა თაობა, საფუძველს უყრის მუნიციპალიტეტის წარმატებული მომავლის მშენებლობას.

შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები  გააცნო და ონის განვითრების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ონის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციით და უძველესი ისტორიული წარსულით, რომლის დავიწყების უფლება არავის არ აქვს, მეტიც, თითოეული ჩვენთაგანის ვალია ყველაფერი გავაკეთოთ ონის გამორჩეული იერსახის და კულტურული ცენტრის მნიშვნელობის დასაბრუნებლად“, - განაცხადა ემზარ საბანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ონის საჯარო სკოლაში 12 თებერვალს ჩატარდა. მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ონის მერმა ღონისძიებაზევე დაანონსა, რომ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიურპრიზს მოუწყობდა და დააჯილდოვებდა, თუმცა მაშინ, რა სურპრიზს პირდებოდა წარმატებულ ბავშვებს, წინასწარ არ გაამხილა.

იხილეთ ასევე:

რაჭული ნიჭიერება და გამარჯვებული IX კლასელი - ონის საჯარო სკოლის სამმაგი გამარჯვება „ეტალონში“

გთავაზობთ ონის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება