სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე სწავლის ინიციატივას განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
25-02-2020
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სწავლის შესაძლებლობის მიცემას გულისხმობდა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვია, რომლის განცხადებითაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე სწავლის  საშუალება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც განთავსებულები არიან 3 დაწესებულებაში. ეს არის - დაბალი რისკი, გათავისუფლებისათვის მომზადების დაწესებულება და არასრულწლოვნები კაცი მსჯავრდებულები.

მისივე თქმით, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, ნახევრად ღია და დახურული ტიპის, ასევე განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ეძლევათ უმაღლესი განათლების მიღების უფლება.

„პატიმრობის კოდექსით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებზე მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ეძლევა მხოლოდ იმ მსჯავრდებულს, ვინც მოთავსებულია სამ დაწესებულებაში. ამ დაწესებულებებში იმყოფება მხოლოდ 300 მსჯავრდებული. სხვა დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობა არის დაახლოებით 9 ათასი. ასეთი კანონისმიერი უფლება მათ არ გააჩნიათ. ასევე, არც ერთ ქალ მსჯავრდებულს, მათ შორის არასრულწლოვნებს, არ გააჩნია კანონისმიერი უფლება, მიიღოს უმაღლესი განათლება, რადგან ქალთა სპეციალური დაწესებულება არ შედის ამ სამ დაწესებულებათა შორის“, - აღნიშნა ალექსანდრე სელეპანოვიამ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება