სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეს კვირა ყველაზე კარგია მხოლოდ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის - რა სირთულეები ელით დანარჩენ ნიშნებს და რომელი 4 დღე ითხოვს ყველასგან სიფრთხილეს?
24-02-2020
-
+


ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღეიდან შეინიშნება დაძაბულობა და არასტაბილურობა. დედამიწის ენერგეტიკა სუსტდება.

ამ კვირაში რამდენიმე საყურადღებო დღეა. ხვალ, განსაკუთრებით საღამოს საათებში ორპირ ადამიანებთან ურთიერთობისგან თავი შეიკავეთ. ჩვენგან ოთხშაბათიც ითხოვს ყურადღებას, საეჭვო ადამიანებთან იყავით ფრთხილად, შეცდომა არ დაუშვათ. პარასკევს ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავეთ, არ იმუშავებს და თავიდან გადახედვა მოგიწევთ. შაბათს კი იაფფასიან ნივთებს ნუ შეიძენთ, არ გამოგადებათ ან გაფუჭებული აღმოჩნდება. 

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - თქვენ გაქვთ ყველაზე დიდ პრობლემები, ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობა არასტაბილურია. არ აიღოთ და გასცეთ სესხი, ეს დიდ პრობლემებს შეგიქმნით. არ ენდოთ მარტივად ადამიანებს და თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან, ეს თქვენს ფიასკოს გამოიწვევს. ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლეთ

კურო - სერიოზული ცვლილებების დროა. გაუშვით ის ადამიანები და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით. ეს აუცილებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს სიახლე. გახსოვდეთ, ამ კვირაში დაძაბულობაც გელით ხელმძღვანელებთან, ამან შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა როგორც სამსახურში, ისე სახლში. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები, ახალ სამსახურში გადასვლაც კი შეიძლება დაგჭირდეთ. 

ტყუპები
- ყურადღება გმართებთ, თქვენი უსისტემო მუშაობა და ზედაპირული დამოკიდებულება მატულობს, რაც შეიძლება სამსახურსა და სახლში დაძაბულობის მიზეზი გახდეს. ზოგიერთი პარტნიორი უკმაყოფილი იქნება თქვენი პოზიციით. პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს ქმედებებსა და სიტყვებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შანსები დაკარგოთ. 

კირჩხიბი - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, შარმიანები ხართ და გეძლევათ შანსი, რომ თქვენი იდეები განახორციელოთ. პროფესიონალურადაც წარმატებას მიაღწიოთ. ერთადერთი რაც გმართებთ, ეს არის თავდაჭერა. ეს თქვენი დროა. 

ლომი - სიფრთხილე გმართებთ. ძველმა შეცდომამ, არასწორად დაკავებულმა პოზიციამ ახლა შეიძლება იჩინოს თავი და ახლა მოგთხოვონ პასუხი. თქვენ ახლა გჭირდებათ სიმშვიდე, ამით არ იქნებით ამით კმაყოფილი, მაგრამ კოსმოსი მოითხოვს ამას. 25 მარტიდან კარგი პერიოდი გეწყებათ, იქამდე კი გმართებთ ყურადღება. 

ქალწული - ცვლილებების დრო გაქვთ, შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოთ მსოფლმხედველობა. რაც ადრე მოსწონდა, შესაძლოა ახლა აღარ მოეწონოს ან პირიქით. ეს არის წელი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის მის ცხოვრებას. სხვა კუთხით დაინახავთ პარტნიორებს, ახალი საქმის დაწყების შანსიც გაქვთ. 

სასწორი - დაღლილობას იგრძნობთ და დასვენება მოგინდებათ. მაგრამ საქმე და ბევრი ვალდებულება ამის უფლებას არ გაძლევთ. გადაუდებელი საქმეები აუცილებლად უნდა შეასრულოთ.

მორიელი - ძალიან აქტიური ხდებით. საქმიანი კუთხით კარგი დროა. მაგრამ ზედმეტ აზარტში შედიხართ, თვითრწმენა გემატებათ, რამაც შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს და თავზე დაგემხოთ, რაც აქამდე შექმენით. სიხარული ნუ მოგატყუებთ, ემოციები აკონტროლეთ.

მშვილდოსანი - თქვენმა ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება საზოგადოება შეაწუხოს, ამიტომ შეამცირეთ ის. კოსმოსი თქვენგან  მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო ურთიერთობებზე. მნიშვნელოვანი საქმეები 4 მარტის შემდეგ დაგეგმეთ. 

თხის რქა - ცვლილებები გაქვთ, რაც დაგაფიქრებთ. პარტნიორული ურთიერთგაგება გირთულდებათ, დიპლომატია, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაცვა გმართებთ. თუ მას მოახერხებთ, წარმატებული იქნებით.  

მერწყული - იმუნიტეტი გიმცირდებათ, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და დასვენებას. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორთა აზრებს, თუ მათ ეს არ მოეწონათ, შეიძლება სერიოზული დისონანსი შემოიტანოს. თქვენი თანხვედრა აუცილებელია. 

თევზები - საუკეთესო პერიოდი გაქვთ, თქვენი დროა. მზე გადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ თქვენი კარგი თვისებების გამოვლენის საშუალება გეძლევათ. შედევრის შექმნაც კი შეგიძლიათ. თქვენი ავტორიტეტი იზრდება, იღბალს აფრქვევთ. იაქტიურეთ და ბევრ კარგ რამეს მოგილოცავთ. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს

სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს და ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს

 

 

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები გამოირჩეოდა საინტერესო შინაარსიით

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება