სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„izrune.ge საუკეთესო მოსწავლეების გამოვლენაში გვეხმარება“ - როგორ ემზადება დანისპარაულის საჯარო სკოლა შემაჯამებელი ტესტისთვის
21-02-2020
-
+


23 თებერვალი „შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის დღეა“ და ბავშვებიც დიდი გულმოდგინებით ემზადებიან შემაჯამებელი ტესტისთვის. გამონაკლისი არც ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისაპარაულის საჯარო სკოლაა, სადაც მოსწავლეებმა კარგად იციან, მზრუნველ პროექტში ჩართულობა მათი წინსვლისა თუ განვითარებისთვის სასურველი და აუცილებელიც კი არის. 

დანისაპარაულის საჯარო სკოლის დირექტორი, ბადრი გელაძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეების წინსვლას უწყობს ხელს, „იზრუნე“ და „ეტალონი“ კი მათ მოტივაციას ამაღლებს. ბავშვებმა იციან, მათი წარმატება ყურადღების მიღმა არ დარჩება და სწავლისადმი ერთგულებაც აუცილებლად დაუფასდებათ.
როგორ ემზადებიან დანისპარაულის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ტესტისთვის და როგორ ზრუნავენ პედაგოგები და მშობლები ბავშვებზე ერთობლივად, ამას ბადრი გელაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იდეის ავტორსა და პროექტის სულის ჩამდგმელებს ასეთი შესანიშნავი წამოწყებისთვის. ზოგადად, არაფორმალური განათლება მოსწავლის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.



ყველას ხომ არ შეუძლია, სასწავლო პროცესის დროს თანაბრად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, იზრუნე-ს ტესტირება კი სწორედ ამის საშუალებას აძლევს მოსწავლეს. ბავშვები კითხულობენ დამატებით კლასგარეშე ლიტერატურას, უფრო აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში... გარდა ამისა, სწორედ izrune.ge გვეხმარება საუკეთესო მოსწავლეების გამოვლენაში, რამაც უდიდესი მოტივაცია გააჩინა თავად ბავშვებში.

- თქვენი სკოლა როდის ჩაერთო პროექტში, ბატონო ბადრი?

- პროექტში მისი არსებობის დღიდან ვართ ჩართულები და როგორც კი ბავშვებს პროექტის არსი ავუხსენით, მისი იდეა გავაცანით, მაშინვე დაინტერესდნენ. დღეს, მე, როგორც სკოლის დირექტორი, მართლაც ვამაყობ მათი მიღწევებით. უმთავრესი კი ისაა, რომ პროექტმა მშობელი დაუბრუნა სკოლას - მანამდე არაერთხელ გვქონდა მცდელობა, მშობლებიც ჩართულიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებდით. izrune.ge-მ გაამარტივა კომუნიკაცია სკოლას, პედაგოგსა და მშობელს შორის. 

- დანისაპარაულის საჯარო სკოლა შემაჯამებელი ტესტისთვის როგორ ემზადება?

- შემაჯამებლ ტესტირებასაც ჩემი ბავშვები ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც პროექტის ყოველ „გამოწვევას“. მათთვის ყოველი ხუთშაბათი უმნიშვნელოვანესია. საბაზო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სულ ვეუბნებით, რომ პასუხის გაცემისას არ იჩქარონ, დაფიქრდნენ... კვირიდან კვირამდე, მათ შედეგებს ვაანალიზებთ, განვიხილავთ, თუ რომელიმე საკითხი გაუგებარია, ვცდილობთ, დავეხმაროთ, ავუხსნათ, თუმცა არ გეგონოთ, რომ საქმეს ვუმარტივებთ. მათ კარგად იციან, რომ წარმატების მისაღწევად, სულ უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ და კითხვებიც თანდათან გართულდება. ასე რომ, ბევრს კითხულობენ, მაქსიმალურად იღებენ ინფორმაციას და შემდეგ, სწორედ შემაჯამებელი ტესტი აძლევს საშულებას, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ.

დღეს მხოლოდ ჩემს სკოლაში კი არა, ზოგადად, საქართველოში, ბავშვები მოწყვეტილები არიან წიგნს და არასწორად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიების სიკეთეებს. იმის მაგივრად, საგანმანათლებლო მასალა იკითხონ, ზოგი თამაშობს, ზოგი სოციალურ ქსელშია. ისიც მესმის, რა მოთხოვნები აქვთ თანამედროვე ბავშვებს, მაგრამ სწორედ izrune.ge და მსგავსი პროექტების საშუალებით ვცდილობთ, მოსწავლეებს კითხვა შევაყვაროთ. „წიგნიერების დღეს“ გოდერძი ჩოხელის მოთხრობების განხილვა მოვაწყვეთ. მართალია, სოფლის სკოლა ვართ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მწირი ბაზა გვაქვს, ბიბლიოთეკასაც მუდმივად ვამდიდრებთ და ასე, izrune.ge-სთან ერთად, ვცდილობთ მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებას.

 

- მოსწავლეები რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან izrune.ge-ს ტესტებს?

- ზოგადად, პროექტში მათი ჩართულობის სურვილი რომ არა, მხოლოდ მასწავლებელი და მშობელი ვერაფერს გახდებოდა. აქვთ წარმატების სურვილი და იციან, რომ izrune.ge მათ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. ამას წინათ, 12-დან 10-მა კლასმა მეგობრული კლასის ტიტული მიიღო და უნდა გენახათ, ვინც ამ ტიტულის მიღმა დარჩა, როგორ დასევდიანდნენ; ახლა კი გადაწყვიტეს, მომავალში ამ ტიტულისთვის თავადაც იბრძოლონ. მუხტი შესამჩნევად მომატებულია... ასე რომ, ბაშვებისთვის izrune.ge-ს შეფასებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩემთვისაც, სიმართლე გითხრათ, ეს მხოლოდ ფარატინა ქაღალდი კი არა, უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ჩემი მოსწავლეების წარმატებას უწყობს ხელს.   

- თავად რა მოლოდინი გაქვთ შემაჯამებელი ტესტისგან?

- ველი, რომ ასეთი აქტივობების შედეგად, ბავშვები სოციალურ ქსელებს ჩამოშორდებიან და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სწავლას. ყოველთვის ვაკონტროლებ, რამდენად არიან ჩართულები ტესტირებაში, ყველა ერთნაირ შედეგს ვერ აჩვენებს, მაგრამ მთავარია, ბავშვი არ გრძნობს თავს უმოქმედოდ და არ რჩება ინერტული.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება