სიახლეები
სიახლეები

„გვაქვს სკოლები, სადაც კონკურსანტი საერთოდ არ გვყავს “ - საჯარო სკოლების ნახევარს დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი მართავს
26-02-2020
-
+


ნიშნავს თუ არა სისტემის გაუმართაობას ის, რომ საქართველოს საჯარო სკოლების თითქმის 50%-ს დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს? რა პრობლემებს იწვევს ეს საჯარო სკოლებში და როგორ უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა? - ამ კითხვებზე საკუთარ მოსაზრებას etaloni.ge-ს განათლების სპეციალისტები უზიარებენ.

„აღნიშნული მონაცემი იმის მანიშნებელია, რომ  დირექტორთა დანიშვნის სისტემა გაუმართავი და დასახვეწია“ - ასეთია განათლების სფეროს სპეციალისტის სიმონ ჯანაშიას  შეფასება. მისი თქმით, აღნიშნულ პროცესს ხელს ისიც უშლის, რომ დირექტორთა შესარჩევ კონკურსს სამინისტრო ყველა სკოლაში ერთიანად აცხადებს.

„სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თითქმის ნახევარი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი რჩება. სკოლები თავად ვერ აცხადებენ კონკურსს, რათა საკუთარი დირექტორი აირჩიონ, არადა კანონის მიხედვით, თვითონ უნდა არჩევდნენ კანდიდატს. კონკურის გამოცხადება მაინც სამინისტროს პრეროგატივაა, უწყება კი ცდილობს კონკურსი ყველა სკოლაში ერთიანად გამოაცხადოს და ეს აფერხებს დირექტორების შერჩევის პროცესს.

მეორეს მხრივ, თავად კონკურსის ჩატარების პრინციპიც გაუმართავია. ეს ჩანს გამოცხადებული კონკურსანტებისა და ადგილების რაოდენობის შედარებისასაც. ასევე, დაახლოებით 18 წლის წინ ჩატარებულ კონკურსს თუ შევადარებთ 6 წლის წინ ჩატარებულ კონკურსს დავინახავთ, რომ ადამიანები, როგორც ჩანს არ ენდობიან სისტემას, ამიტომ არ მონაწილეობენ კონკურსში და შესაბამისად გვაქვს სკოლები, სადაც არათუ კონკურსანტებია შესარჩევი, არამედ საერთოდ არ გვყავს კონკურსანტი“, - აცხადებს ჯანაშია.

ჯანაშიას აზრს იზიარებს განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავაც და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ დიფერენცირებული მიდგომის მოდელი უნდა შეიმუშაოს.

„ცალსახაა, რომ ერთი მიდგომა ეფექტურად არ მუშაობს. ჩვენმა კოალიციამ განათლების სამინისტროს  შესთავაზა დიფერენცირებული მიდგომის მოდელი, რაც გულისხმობს, რომ მოხდეს სკოლების დიფერენცირება საჭიროებების მიხედვით და მიდგომაც ამის მიხედვით შევარჩიოთ.

იმ სკოლებში, სადაც 10-15 ბავშვია, სამეურვეო საბჭოს შექმნა და ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დიდ სკოლაში, სადაც შესაძლებელია არჩევნების ჩატარება, იყოს არჩევითობის პრინციპი, რათა არ იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები. დანარჩენ შემთხვევებში, როცა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხდება მსგავსი ტიპის არჩევნების ჩატარება, მოვიფიქროთ სხვა მექანიზმი, რათა მათაც ჰყავდეთ არჩეული დირექტორი.

სამოქალაქო სექტორისა და სამინისტროს შეცდომა იყო ის, რომ ვცდილობდით ერთი მოდელი მოგვერგო ყველა სკოლისთვის, მაშინ როცა ამდენი განსხვავებული მოდელის მქონე სკოლაა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორების სერტიფიცირებისა და დანიშვნის პროცესი განსხვავებული იყოს“, - განცხადა აფხაზავამ.

განათლების სპეციალისტების შეფასებით, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებს ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ. შესაბამისად, ისინი არ სახავენ გრძელვადიან პროგრამებს და არ ჭრიან პრობლემატურ საკითხებს.

„დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლების მასშტაბური ოდენობა პრობლემას ქმნის იმ მხრივ, რომ მათ ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, როგორც სახელმწიფოს, ისე სკოლის, მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ. მეორეს მხრივ თავადაც არამყარად გრძნობენ თავს, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება მოხსნან და სხვა მოვალეობის შემსრულებლები დანიშნონ, ან დროებით არიან და არ აპირებენ კონკურსში მონაწილეობას და ეს ყველაფერი აისახება მათ აქტიურობაზე. ისინი არ ცდილობენ გრძელვადიანი პროექტების დაგეგმას, საკამათო საკითხების წამოწევას რასაც მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება და ა.შ“ - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

როგორც რევაზ აფხაზავა აცხადებს: „ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულების პროცესში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლის ყოლა არ მგონია შემაფერხებელი იყოს, თუმცა სკოლაში, სადაც უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დირექტორი მაშინ ეს პრობლემაა, რადგან მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს არჩევითობის გარანტიები“.

ჯანაშიას შეფასებით, დღეს პრობლემა არის, არა მხოლოდ დირექტორების შერჩევაში, არამედ არსებული დირექტორების შეფასების სისტემაში.

„სანამ დირექტორების შეფასების სისტემა არ გვექნება, რთული იქნება კანდიდატებისთვის იმისა განსაზღვრაც რა ტიპის სამსახურში მიდიან სამუშაოდ. ეს გაურკვევლობა თავისთავად არის პრობლემა იმისთვის რომ მოვიზიდოთ მაღალი მოტივაციისა და კომპეტენციის მქონე ადამიანები. 

თუ გვინდა რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი კადრი მოვიდეს სისტემაში და რაც შეიძლება დემოკრატიული პროცესი იყოს, სამინისტრომ ბევრი სხვა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის მომავალი დირექტორობის მხარდაჭერის, სკოლების განვითარების, დეპოლიტიზაციის და სხვა მიმართულებებით”, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით,  საქართველოში დღეის მდგომარეობით სულ - 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 1062 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს - დირექტორი, ხოლო - 1024 საჯარო სკოლას - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.


იხილეთ ასევე:
„არჩეულებს არანაირი პრივილეგია არ გვაქვს მოვალეობის შემსრულებლებზე, ხელფასში მაინც ხომ უნდა იყოს სხვაობა? - დირექტორები სერტიფიცირებაზე


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება