სიახლეები
სამასწავლებლო

„არჩეულებს არანაირი პრივილეგია არ გვაქვს მოვალეობის შემსრულებლებზე, ხელფასში მაინც ხომ უნდა იყოს სხვაობა? - დირექტორები სერტიფიცირებაზე
19-02-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.

სერტიფიცირების გავლა არ მოუწევთ მოქმედ დირექტორებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა: „დღეს სისტემაში არიან დასაქმებული სკოლის დირექტორები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი და ამ ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული აღნიშნული სერტიფიცირების კურსი“, - თქვა დგებუაძემ.

etaloni.ge  ამ საკითხზე მოქმედ დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შანშაშვილი:

„ამ გამოცდებზე თითქმის იგივე სტანდარტები და საკითხებია, რაც ჩვენ უკვე ჩავაბარეთ. ამდენად ჩემთვის გასაგებია, რატომ არ მოგვეთხოვება ჩვენ კომპეტენციის ხელმეორედ დადასტურება. თუმცა ამდენი წლის მუშაობამ, ვფიქრობ, გამოცდილება მოგვცა ისეთი, გამოცდაც რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ჩვენთვის ჩასაბარებლად რთული. 

თუმცა აუცილებელი მგონია დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებმა ჩააბარონ გამოცდა, გაიარონ გასაუბრება და ისე შეძლონ თანამდებობის დაკავება. ნამდვილად დროულია ეს პროცესი და მომხრე ვარ სერტიფიცირების“.

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლის დირექტორი ნინელი მამულაშვილი:

„ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, განათლების სამინისტრომ ასე ჩათვალა საჭიროდ. დირექტორებმა, რომლებმაც გაირეს ლიდერობის აკადემიის ეტაპები, საკმარისად მომზადებულები არიან, რომ თანამედროვე მიდგომები შეინარჩუნონ და ისევ დარჩნენ თანამდებობაზე. შემოდგომაზე კიდევ  მოხდება მათი დატრენინგება და თუ რამე სიახლეები შემოვა, ინფორმირებულები იქნებიან ამ კუთხით. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და სჭირდება დირექტორს განვითარება, რაზეც განათლების სამინისტროც ზრუნავს, ჩვენ ლიდერობის აკადემიამ გადაგვამზადა და მივიღეთ სერტიფიკატები. თუმცა ვინც კვლავ მოვალეობის შემსრულებლებელია, გამოცდაზე გასვლით უნდა დაადასტუროს კომპეტენცია“. 

თელავის მუნიციპალიტეტის, გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი:

„ვფიქრობ, მოქმედი დირექტორების ტრენინგებით გადამზადება უნდა ხდებოდეს და ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ თანამედროვე მიდგომებით მართონ სკოლა. მოვალეობის შემსრულებლებმა კი აუცილებლად უნდა ჩააბარონ გამოცდა. შეიძლება ისინი უკეთესად ასრულებდნენ საქმეს, ვიდრე არჩეული დირექტორი, ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა გამოცდებს უნდა აბარებდნენ. ზოგადად, სერტიფიცირების პროცესი ძალიან დროული და საჭიროა“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:

„მოქმედი დირექტორები ყველა სიახლეს თუ საკანონმდებლო აქტს უნდა ეცნობოდნენ, ისედაც უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას.  ძველი დირექტორებისთვის, რომლებსაც ადრე აქვთ ჩაბარებული გამოცდა, არ უნდა იყოს აუცილებელი ხელმეორედ დადასტურება კომპეტენციის, თუმცა არც ეს იქნებოდა დიდი კატასტროფა.

რაც უფრო დიდხანს აკეთებ შენს საქმეს, მით უფრო კარგად იცი, თუმცა ახალი სისხლი, ახალი ენერგია, ახალგაზრდების მოწვევა კოლექტივისთვისაც კარგია. ტრენინგი იქნება თუ გამოცდა, ზოგადად, ცოდნის ამაღლების ყველა მცდელობას დადებითად ვუყურებ, ნებისმიერი სიახლე კარგია სისტემისთვის. თუმცა მოვალეობის შემსრულებელი რომ ხანგრძლივად რჩება დირექტორის თანამდებობაზე, არ მომწონს. შეიძლება მუშაობაში განსხვავება სულაც არ იყოს, მაგრამ მანაც აუცილებლად უნდა დაადასტუროს კომპეტენცია. პედაგოგები მოვალეობის შემსრულებელს სხვა თვალით უყურებდნენ და არჩეულ დირექტორს - სხვა თვალით“.

ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია:

„მოქმედმა დირექტორებმა გავიარეთ ლიდერობის აკადემიის მოდულები, ავიმაღლეთ კომპეტენცია ყველა მიმართულებით, რაც სჭირდება დირექტორს თავის საქმიანობაში, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არ არის უსაფუძვლო, ხელმეორედ დადასტურება არც არის საჭირო, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი: შეიძლება დირექტორს ჰქონდეს სერტიფიკატი, კენჭისყრის უფლება, თუმცა სამეურვეო საბჭომ არ დაუჭიროს მხარი მის არჩევას, ასე რომ, დირექტორის სერტიფიკატის შეწყვეტა რაიმეს ვერც გადაწყვეტს, დიდი მნიშვნელობა ამას არ აქვს. სერტიფიცირება დროულია, არიან ხანდაზმული დირექტორები და მათი ჩანაცვლება საჭიროა. ახალგაზრდა კადრების შემოდინება ნამდვილად სჭირდება ამ სფეროს“.

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი:

„ვინც არჩეული დირექტორები ვართ, არანაირი პრივილეგია არ გვაქვს მოვალეობის შემსრულებლებზე, ხელფასში მაინც ხომ უნდა იყოს სხვაობა? - ორჯერ ჩავაბრეთ გამოცდა, გასაუბრებაზე გავედით, საბჭოს წინაშე წარვსდექით და აგვირჩიეს, ამ დროს არიან ისინი, ვისაც ეს არაფერი არ გამოუვლია და ისეთივე ანაზღაურებას იღებენ. მათ უნდა უწევდეთ გამოცდის ჩაბარება ან სხვაობა უნდა აისახოს რაღაცაში. მაშინ არც ჩვენ ჩავაბარებდით, ვიქნებოდით მშვიდად. საკმაოდ რთული გამოცდები იყო და ბევრი სტრესი გავიარეთ, ხელმეორედ რომ არ გავდივართ გამოცდას, ეს გასაგებია ამ ფონზე. შეიძლება საქმეს კარგად ასრულებს მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ თუ ასე კარგად იცის, კიდევაც უნდა დაადასტუროს ეს. თუ კარგად ასრულებს ადამიანი თავის მოვალეობას, იმან არ შეიძლება, რომ გამოცდა ვერ ჩააბაროს“. 

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ზაუტაშვილი:

„სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ჩვენ ვერ წავალთ, მაგრამ ჩემი აზრით, დირექტორებმა მასწავლებლების მსგავსად უნდა დაადასტურონ რამდენიმე წელში ერთხელ კომპეტენცია. არ ვარ წინააღმდეგი, რომ კიდევ გავიდე და ჩავაბარო. აუცილებელიც მგონია. წლები გადის, თანამედროვე გამოწვევები სხვა პრაქტიკის წინაშე გვაყენებს, იქ სიტუაციური ამოცანები არის, როგორ გაართმევს თავს დირექტორი, როცა რაიმე პრობლემის წინაშე დადგება, თანამედროვე ბავშვებს თუ პრობლემა შეექმნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება, ამიტომ სულაც არ ვარ წინააღმდეგი ყველასთვის იყოს სავალდებულო. შეიძლება მოვალეობის შემსრულებელი კარგად ართმევდეს თავს თავის ფუნქციას, მაგრამ ბავშვისა და მასწავლებლის თვალში დირექტორი უნდა წარმოდგეს, როგორც მისაბაძი და ალბათ, აუცილებელია დაადასტუროს კომპეტენცია. როგორც შეიძლება პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სერტიფიცირებულზე უკეთესი გაკვეთილი ჩაატაროს, ასევე, შეიძლება იყოს დირექტორების შემთხვევაში, პრაქტიკაში უნდა დაკვირვება. 

დირექტორების სერტიფიცირება ძალიან საჭიროა, რადგან ისინი არიან სკოლის ხელმძღვანელები, მენეჯრები და ერთ დონეზე არ უნდა გაჩერდნენ“.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრო დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებას იწყებს - ვადები და პროცედურები

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„დაგვიმატეთ 2 ქულა - კითხვები არასწორია, შეცდომაა თარგმანში... აღიარეთ შეცდომა!“ - აბიტურიენტების ნაწილი NAEC-ს მიმართავს  

განათლების სამინისტროს კიდევ ერთი სსიპ-ი, რომელიც შესაძლოა გაუქმდეს, „ემისია“(?)

„მე-3 ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... საშინელი 35 ქულიანი იყო“ - ისტორიის გამოცდის მე-3 სესიიდან გამოსული აპლიკანტების შეფასებები

პედაგოგების 20 პროცენტზე მეტი მათემატიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 4-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა

მასწავლებელთა გამოცდაზე გამოყენებული კიდევ ერთი საგნის ტესტი გამოქვეყნდა

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

საინტერესო

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში მშობლიურ ენაზე სწავლა უფასოა

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება