სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ონი მეტი ზრუნვისა და წარმატებისთვის izrune.ge-ში აქტიურად არის ჩართული - სკოლები სიახლეებს ეცნობიან
12-02-2020
-
+


ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე  სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება