სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ვებრძოლოთ პროფესიულ გადაწვას - 8 რჩევა პედაგოგებს
23-02-2020
-
+


თუ განსაკუთრებით მძიმე დღის ან გაკვეთილის შემდეგ ფიქრობთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თქვენ მარტო არ ხართ. პროფესიული გამოფიტვა - გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი პედაგოგი აწყდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2019 წლის 20-28 მაისს ჟენევაში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სამსახურში „გადაწვა“ დაავადებად ოფიციალურად აღიარა. 

მისი სიმპტომებია - გადაღლილობისა და გამოფიტვის შეგრძნება, სამსახურისადმი უარყოფითი და არასერიოზული დამოკიდებულება, შემცირებული შრომისუნარიანობა. 

რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ პროფესიული გადაწვა  ავიცილოთ თავიდან? - გთავაზობთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევას.

მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც პრობლემების შესახებ მოუყვებით

კოლეგებთან კარგი ურთიერთობა დაგეხმარებათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ და მარტივად ითხოვოთ დახმარება. კარგი იქნება თუ მოძებნით კოლეგას, რომელსაც მიენდობით და პროფესიულ წარუმატებლობებს მასთან განიხილავთ. შესაძლოა, მასაც გამოუცდია მსგავსი პრობლემა და გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ დროის მენეჯმენტი და შეეცადეთ მოძებნოთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის

გაკვეთილის მსვლელობისას მარტივია დაკარგო დროის შეგრძნება. დაგეგმილი გქონდათ საქმეზე 15 წუთის დახარჯვა, მაგრამ ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ გავიდა საათი. თუ ასეთი რამ ხშირად გემართებათ, ეცადეთ დროის სწორად გადანაწილება ისწავლოთ. 

რა თქმა უნდა, თქვენ გსურთ იყოთ საუკეთესო მასწავლებელი, მაგრამ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის დაჭერა ძალიან მნიშვენელოვანია. ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

გაიხსენეთ რატომ გიყვართ თქვენი პროფესია

როდესაც გადაწვის ზღვარზე ხართ, შეეცადეთ გაიხსენოთ სასკოლო ცხოვრებიდან სახალისო ისტორიები. ეს გაგახსენებთ, თუ რატომ გიყვართ თქვენი პროფესია.

დაისახეთ მიზნად პროფესიული განვითარება და მიაღწიეთ მას

ასეთი მიზნების დასახვა საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რას აქვს ნამდვილად მნიშვნელობა და რას უნდა დაუთმოთ ნაკლები დრო. თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ, რატომ აირჩიეთ პედაგოგობა და თავს გადაწვამდე არ მიიყვანთ.

აქციეთ ცხოვრება საინტერესოდ

დაიღალეთ ყოველდღიური რუტინით? მოიფიქრეთ რაიმე ახალი! მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ სტანდარტები და სასწავლო გეგმა, მასწავლებელს სრულიად შეუძლია შეცვალოს კლასის ცხოვრება და უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური გახადოს. შეგიძლიათ სწავლების ახალი მეთოდები და მიდგომები მოსინჯოთ.

მოუსმინეთ საკუთარ თავს

ეს მხოლოდ მოდური ფრაზა არ არის. საკუთარ თავზე ზრუნვა მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაეცანით ლიტერატურას სტრესის მართვის შესახებ და იკვებეთ ჯანსაღად. 

მოძებნეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი ესმით

წაიკითხეთ საგანმანათლებლო ბლოგები და იურთიერთეთ სხვა სკოლების მასწავლებლებთან. ასეთი დიდი რაოდენობის მასწავლებელთა ჯგუფების არსებობისას მარტივია კოლეგების მოძებნა, რომელსაც გამოცდილებას გაუზიარებთ. კარგი იქნება იურთიერთოთ ადამიანებთან, რომლებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც თქვენ.

გახსოვდეთ, რომ იქნება აღმაფრენა და ვარდნა

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ ყოველ დილით აღფრთოვანებული წამოხტეთ საწოლიდან სამუშაო დღის მოლოდინში. არის როგორც რთული პერიოდები ისე მარტივი და წარმატებული.შესაძლოა, შემდეგი კლასი იყოს თქვენს კარიერაში საუკეთესო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

ვის აქვს რეგისტრაციის გავლის უფლება პირველ ეტაპზე 

დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა -  დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება