სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

izrune.ge მომავალ თაობაზე განსაკუთრებულად ზრუნვის საშუალებას გვაძლევს - პროექტის სიახლეებს ამბროლაურში ეცნობიან
11-02-2020
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.

შეხვედრას ამბროლაურის რესურცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი, სკოლის დირექტორები და izrune.ge-ში ჩართული განსაკუთრებით აქტიური დამრიგებლები ესწრებოდნენ.

პორტალში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა დამრიგებლებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სკოლის დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული კლასის“, „სუპერ კლასის“ და „მომავლის კლასის“ ტიტულების მოსაპოვებლად.

izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს  ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.

სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ. შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას აკრიტიკებს სახალხო დამცველი და შენიშვნები აქვს სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე

ეროვნულებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან დაიწყება - NAEC

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონსი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო 

პიროვნება
სკოლები

ფინალურ ღონისძიებაზე ხაიშის საჯარო სკოლიდან წარმოდგენილი იყო ხუთი მოსწავლე: ანასტასია ჭკადუა, ნუცა ზუმაძე, ანდრია გელოვანი, საბა ჭკადუა, ლუკა კვანჭიანი

ტურნირის ფინალში ერთმანეთს დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ

მოსწავლეებმა იმსჯელეს, საიდან ვიღებთ ინფორმაციას - წიგნებიდან, ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან, მასწავლებლებისა და გარშემომყოფებისგან

მოსწავლეებმა ისაუბრეს პატრიარქის მოღვაწეობაზე და აღნიშნეს, რომ შეასრულებენ პირობას, რომელიც უწმინდეესს მისცეს

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება