სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

7 თებერვალს „ეტალონი“ მარნეულში გაიმართება
06-02-2020
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება  7 თებერვალს მარნეულში N6 საჯარო სკოლაში  გაიმართება. მონაწილეები და მათი გულშემატკივრები ადგილზე 13:30  საათზე უნდა მობრძანდნენ. 

2019-2020 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მარნეულის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.

მარნეულში გამართული ღონისძიების მხარდამჭერი, ტრადიციულად, კომპანია არემჯია, რომლის წარმომადგენლებიც კონკურსს დაესწრებიან და გამარჯვებულს სპეციალურ პრიზს გადასცემენ.

მარნეულის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ  Facebook -ზე ან შეავსოთ   სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა .

იხილეთ ასევე:
მარნეულის მოსწავლეთა საყურადღებოდ
მარნეულში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება