| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აწარმოეთ „კლასის ჟურნალი“, რომელშიც მოსწავლეები სხვადასხვა თემაზე მოკლე ჩანაწერებს გააკეთებენ, მაგალითად, რა აწუხებთ, თქვენს გაკვეთილებზე რა მოსწონთ, როგორ ხასიათზე არიან და ა.შ. გაეცით მათ შენიშვნებს მოკლე პასუხები (მაგალითად: „კი, ხანდახან მეც მიყვარს წვიმიანი ამინდი“). ეს დაგეხმარებათ მოსწავლეების ნდობის მოპოვებასა და მათთან დამეგობრებაში.
3. საჭიროა გადახედოთ პრიორიტეტებს
ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ მასწავლებელი თავს ხელმძღვანელის როლში ხედავს, ამ სიტყვის ცუდი გაგებით. იგი ელოდება საყოველთაო აღიარებას და თავის უპირატესობას მოსწავლეებს ყველა ხერხით აჩვენებს. მასწავლებლის ასეთი ქცევა კი სარგებელს არავის მოუტანს.„დაქვემდებარებულებს“ ხომ არ უყვართ ხელმძღვანელი. დაფიქრდით და საკუთარ თავს გვერდიდან შეხედეთ, იქნებ ფსონის დადება უფრო სანდო და პარტნიორულ ურთიერთობებზე ღირს?
4. გეშინიათ გამოჩნდეთ არაკომპეტენტური
ნუ შეგეშინდებათ გამოჩნდეთ არაკომპეტენტური. მოსწავლეები ყველაფერს ამჩნევენ, ამიტომ მოიკრიბეთ ძალა და აღიარეთ თქვენი „მარცხი“, შეეცადეთ გაიცინოთ მასზე კლასთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში დიქტატორის რეპუტაციას შეიძენთ.
ასევე დაგაინტერესებთ - როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი თუ მოსწავლის კითხვაზე პასუხი არ აქვს
5. დაგავიწყდათ „ოქროს წესი“
ყველასთვის ნაცნობია ფრაზა - სხვას ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ. იგივე ეხება სწავლებასაც. სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში იყო მასწავლებელი, რომლიც არ მოგწონდათ. დარწმუნდით, რომ თქვენც მის შეცდომებს არ იმეორებთ. მისდიეთ ერთ მარტივ წესს: ასწავლეთ ისე, როგორც გინდათ, რომ გასწავლიდნენ თქვენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“