სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ დავაწყნაროთ ხმაურიანი კლასი - 11 ოქროს წესი მასწავლებლებისთვის
31-01-2019
-
+


როგორ დავაწყნაროთ ხმაურიანი კლასი? როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი, თუ კლასში გამუდმებით ხმაურია? რატომ ესმით მოსწავლეებს ზოგი მასწავლებლის ჩურჩულიც კი, სხვებს კი ხმის იოგების დაძაბვა უწევთ? - ასეთ კითხვებს ახალგაზრდა მასწავლებლები ხშირად სვამენ. მათ ჯერ საკმარისი გამოცდილება და ხრიკები არ დაუგროვებიათ. გთავაზობთ კლასის დამშვიდების ხერხებს, რომლებიც ნამდვილად მუშაობს. 

წესი 1.

თუ თქვენ ახალგაზრდა მასწავლებელი ხართ და მხოლოდ ახლა იწყებთ მუშაობას, ხელიდან არ გაუშვათ ეს მომენტი! სწორედ პირველი გაკვეთილი განსაზღვრავს თქვენს სტილს მთელი დარჩენილი დროის მანძილზე. რა ქმნის კლასში ხმაურს? ადგილიდან წამოყვირება, გარკვეული მოსწავლის ცუდი ყოფაქცევა, რომელიც ახალი მასწავლებლის ნერვებს ცდის, დასმულ კითხვებზე ერთდროული პასუხები, პედაგოგისთვის ყურის არ დაგდება.  ეს არის პრობლემები, რომელთაც სამუშაოს პირველი დღიდან უნდა ებრძოლოთ. 

ვარიანტები ბევრია: შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ ადგილიდან ნაპასუხებს,  ჩაეკითხეთ მხოლოდ მას, ვინც ხელს წევს და დისციპლინის წესებს იცავს. არ დაუშვათ მრავალხმიანობა. მეთოდურად და თანმიმდევრულად ასწავლეთ ბავშვებს ცხარე კამათშიც კი ბოლომდე მოუსმინონ ოპონენტების აზრს და დაიცვან გაკვეთილზე ქცევის წესები.


წესი 2.

შეეცადეთ კლასს დაუმეგობრდეთ. არ ღირს მუშაობის მუქარით მაგალითად - „მშობლებს დავიბარებ“ დაწყება. პირველ გაკვეთილზე მიიტანეთ თაბახი და ფერადი მარკერები. შესთავაზეთ მოსწავლეებს გაკვეთილზე ქცევის წესები თავად შეადგინონ. მაგალითად, „არ გამოიყენონ ტელეფონი“, „არ იარონ კლასში“ და ა.შ. მთავარია, რომ ყველა წესი თავად ბავშვებმა მოიფიქრონ და არა მასწავლებელმა. 

პირველი, ამით მოსწავლეებს გააგებინებთ, რომ მათ ენდობით. მეორეც, მოსწავლეები შეეცდებიან დამოუკიდებლად მოფიქრებული წესები არ დაარღვიონ. დაკიდეთ თაბახი კედელზე. თუ რომელიმე წესი  თქვენ გეხებათ (მაგალითად ჩაატაროთ გაკვეთილი საინტერესოდ) აუცილებლად შეასრულეთ. 

იყავით თანმიმდევრული: შეჰპირდით ნიშნის დაწერას - დაუწერეთ, შეჰპირდით პლანეტარიუმში წაყვანას - წაიყვანეთ. არ დაჰპირდეთ იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. 

წესი 3.

ხმაურიან კლასში მთავარია წესრიგის დამრღვევი იპოვოთ და მასთან მიდგომის გზა მოძებნოთ. ასეთ მოსწავლესთან ცალკე გასაუბრება სცადეთ, მოუსმინეთ მის თხოვნებს, სურვილებს, შესაძლოა, ამან თქვენი შემდგომი ქმედება გიკარნახოთ. 

წესი 4.

შეეცადეთ ყველაზე აქტიური წესრიგის დამრღვევები გაკვეთილზე შემოქმედებითი საქმით დატვირთოთ. მიმართეთ მისი ენერგია შემოქმედებითი მიმართულებით.


წესი 5.

ჩაატარეთ გაკვეთილი საინტერესოდ! მოძებნეთ რაღაც ხრიკი, რომელიც მოსწავლეთა ყურადღებას უეჭველი მიიპყრობს.

იგივე ეხება გაკვეთილის დანარჩენ ეტაპებსაც - აქტიურად გამოიყენეთ თამაშით სწავლება, დანერგეთ ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენეთ მულტიმედიური სასწავლო რესურსები. გადაინახეთ რამდენიმე თამაში, როგორც კი შეამჩნევთ, რომ კლასს ყურადღება ეფანტება თამაში შესთავაზეთ.  რაც უფრო დინამიური იქნება გაკვეთილი, მით უფრო ცოტა დრო დარჩებათ მოსწავლეებს „ქაოსის შესაქმნელად“. 

წესი 6.

თითოეული თემა თანამედროვე ცხოვრებას დაუკავშირეთ. რაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ ახალი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ ბავშვების ყურადღება მიიპყროთ.

წესი 7.

ხდება ისეც, რომ კლასი ბუნებით ხმაურიანია. ჩვეულებრივ ეს ხდება, თუ კლასში ერთდროულად რამდენიმე ლიდერია, ან ქცევის ასეთი მანერა აღნიშნული კოლექტივისთვის ჩვევად იქცა. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ხრიკები დაგეხმარებათ. 

შესთავაზეთ შეასრულონ რაიმე დავალება დამოუკიდებლად, ან დაასაქმეთ მოსწავლეები რთული თავსატეხით, უჩვეულო დავალებით.

ხმაურიანი კოლექტივი მარტივად დაწყნარდება, თუ მას შევთავაზებთ რაიმეს გაკეთებას დახუჭული თვალებით (დახატოს ფიგურა, დაწეროს სიტყვა და ა.შ.) ან უბრალოდ დაჯდეს და გარკვეულ სიგნალამდე თვალები დახუჭოს. 2-3 წუთიანი სიჩუმეც კი ბავშვებს დაეხმარება მოდუნდნენ და სამუშაო განწყობაზე დადგნენ.


წესი 8.

თუ საგანი ჰუმანიტარულია - სცადეთ გარემოს შეცვლა. ჩაატარეთ გაკვეთილი მაგალითად, სუფთა ჰაერზე, მუზეუმში ან სააქტო დარბაზში. 

წესი 9.

შესაძლებელია ქულების დაგროვების სისტემის გამოყენება. ამ შემთხვევაში ნიშანი ისმის არა ეგრევე პასუხისას და არა მხოლოდ გაკვეთილის ბოლოს: შეფასება მთელი გაკვეთილის მანძილზე გროვდება. 

მაგალითად, საშინაო დავალების სწორად შესრულებისთვის - 3 ქულა, ადგილიდან სამი სწორი პასუხის გაცემისთვის ასევე 3 ქულა, დაფასთან სწორი პასუხისთვის კიდევ 4 ქულა. ვარიანტი ბევრია. ეს კლასის შრომიუნარიანობას გაზრდის და ხმაურისთვის დრო აღარ დარჩება. შესაძლებელია საჯარიმო ქულების დაწესებაც - მაგალითად, ცუდი ყოფაქცევისთვის.


წესი 10.

არასდროს იყვიროთ. ყვირილი უარყოფით და მტრულ დამოკიდებულებას იწვევს. თავად მოგწონთ, როდესაც თქვენთან ხმას უწევენ?

წესი 11.

გიყვარდეთ თქვენი საგანი. თუ თემას აზარტით ყვებით, საინტერესო ფაქტები მოგყავთ, ყოველთვის მზად ხართ გაკვეთილისთვის, მასალის გამრავალფეროვნებას ცდილობთ, იგონებთ არასტანდარტულ დავალებებს და ა.შ საგნის სიყვარული ბავშვებსაც გადაედებათ. 



კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება