სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბოლნისის ერთსულოვნება - მუნიციპალიტეტი „ეტალონი“ მოსწავლის გამოვლენას ელის
05-02-2020
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის რესურსცენტრის უფროსი ია სვანიძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ გოჰარ ხურშუტიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ბოლნისის საჯარო სკოლა  გადაეცა.

ღონისძიებაზე კაზრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორულ სიმღერებს - „მზე შინაო“ და „მწყემსური“ შეასრულებენ. RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნატალი ნოზაძე კი ბოლნისის „ეტალონ მოსწავლეს პლანშეტს“ გადასცემს. 

ღონისძიებაზე დამსწრე გულშემატკივრები ერთსულოვნად ელიან  2019-2020 სასწავლო წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას. 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება