სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ცოდნასა და ინტერესს უღვივებს მოსწავლეებს“ - თიანეთში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
06-02-2020
-
+


4 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

25 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური:

მაღალ დონეზე ორგანიზებულად ჩაიარა ყველაფერმა. ყველა დირექტორთან გვქონდა ტესტირების დღეს კომუნიკაცია. მეორე ეტაპსაც გავუწევთ ჩვენი მხრიდან საჭირო ორგანიზებას. მსგავსი პროექტებით არ ვართ განებივრებულები და ძალიან გვიხარია „ეტალონის“ არსებობა. გვყავს მაღალქულიანი მოსწავლეებიც მუნიციპალიტეტში და ველოდებით ღირსეულ გამარჯვებულს.

თიანეთის რესურსცენტრის მერიის წარმომადგენელი ლალი ბუწანკალური:

ტესტირება ორ სკოლაში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ვნახოთ, რამდენი მოსწავლე გადავა მომდევნო ეტაპზე და ვინ გახდება გამარჯვებული. მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიაქტიურებთ და გავაკონტროლებთ პროცესს, რომ ყველაფერი შესაბამისად წარიმართოს. „ეტალონთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ძალიან კარგი პროექტია შემეცნებისთვის, სწრაფი აზროვნების განვითარებისთვის, შესაძლებლობის გამოვლენისთვის. ყოველთვის მხარს დავუჭერთ, როცა მოსწავლეები გამოთქვამენ სურვილს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში.

ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ბეღანაშვილი:

როგორც შეეფერება „ეტალონს“, ყველაფერმა ისე ჩაიარა. კარგი შედეგებიც არის და მეორე ეტაპზეც ველოდებით, რომ წარმატებას მიაღწევენ ჩვენი მოსწავლეები. ძალიან ბედნიერები ვიყავით ტესტირების პროცესით. მინდა ყველა ჩავრთო ამ პროექტში, რადგან „ეტალონი“ ცოდნასა და ინტერესს უღვივებს მოსწავლეებს, დაინტერესებულები არიან, რომ მეტ კითხვას გასცენ პასუხი. მადლობა ამ პროექტს. ყოველთვის გულისყურით მოვეკიდებით თქვენს წამოწყებას და გაგვიხარდება ნებისმიერი სიახლე.

ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორი დავით ხუმარაშვილი:

84 არის ყველაზე მაღალი ქულა, რომელიც ტესტირების ეტაპზე დაფიქსირდა. ძალიან კარგი მოლოდინი გვაქვს მომდევნო ტურში. სასწაული პროექტია „ეტალონი“, რომელიც ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს არის სიბნელის განათების გზა. გარდა ამისა, ბავშვები იცნობენ ერთმანეთს, აზრებს უზიარებენ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ტუშურების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია აბრამიშვილი:

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ტესტები. ყველა კმაყოფილები დავრჩით. სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. კარგი შედეგებიც აქვთ ბავშვებს და იმედოვნებენ, რომ მეორე ეტაპზე გადავლენ. „ეტალონი“ მოსწავლეებს არსებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება, ცოდნას, გამოცდილებას, დამოუკიდებლობას იძენენ ბავშვები, რაც ძალიან მოგვწონს.

ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ზინა კენკიშვილი:

მოსწავლეების ნაწილმა გადალახა 51-ქულიანი ბარიერი. ვფიქრობ, მეორე ტურში გამარჯვების შანსიც აქვთ, მეცადინეობენ, აქტიურობენ, ამიტომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. „ეტალონი“ ძალიან სასარგებლო პროექტია. ეს არის ცოდნის გამოვლენის არაჩვეულებრივი საშუალება. მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან მოგვწონს. ყოველთვის დიდი სურვილი აქვთ ბავშვებს, რომ მიიღონ მონაწილეობა და ჩვენც, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ.

ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია სიმონიშვილი:

19-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, 7-მა გადალახა 51-ქულიანი ზღვარი. მეორე ტურში წარმატების იმედი გვაქვს. ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“ და სიხარულით ვეგებებით ყოველთვის.

ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი თინა ზარიძე:

ორგანიზებულად ჩაიარა პირველმა ეტაპმა. რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესი შედეგები გვინდა ჩვენი მოსწავლეებისგან, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება მეორე ტურში. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია. საკუთარ ცოდნას ამოწმებენ მოსწავლეები და მოტივაცია აქვთ, რომ განვითარდნენ.

ღულელების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნატო ბექაური:

ტესტირების ეტაპმა ობიექტურად ჩაიარა. ბავშვებს მოეწონათ ტესტები. მე ქართულის მასწავლებელი ვარ და ძალიან მომეწონა, რომ ბევრი ძველი ქართული სიტყვა იყო გაცოცხლებული. რამდენიმე კითხვა დამაბნეველი იყო და ეს საინტერესოა. ყველას აქვს ამბიცია, რომ გამარჯვებული გახდეს. შემდეგ ეტაპზე წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“ და წარმატებებს გისურვებთ

სიმონიანთხევის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბუჯიაშვილი:

ბავშვებმა ტესტები ონლაინ წერეს და ძალიან მოეწონათ, საინტერესო და ასაკის შესაბამისი იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ ბავშვებიც და ჩვენც. მომდევნო ეტაპზე გვჯერა ჩვენი მოსწავლეების. ძალიან მოტივირებულები არიან, როცა დაინახეს შედეგები, სულ სხვანაირად გახალისდნენ და დაიწყეს დაგეგმვა, როგორ უნდა მოემზადონ. „ეტალონი“ ეხმარება ბავშვებს მოტივაციის ამაღლებაში. წინა წელს ჩვენ სტიპენდიანტი ბავშვიც გვყავდა და ამან უფრო მეტად გაუზარდათ მოტივაცია. მეცადინეობენ, იქექებიან წიგნებში და ეძებენ პასუხებს.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ზოგადი განათლების რეფორმა დამტკიცებულია - 11 კლასი, სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი... კიდევ რა იცვლება

თუ უკვე შეძენილი გაქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენოთ - სურსათის ეროვნული სააგენტო 

აღმზრდელებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სპეციალური კომისია შეაფასებს -  განაცხადის წარდგენისი ბოლო ვადა 20 მარტია

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

 მიმდინარე სემესტრის სასწავლო დღეები და მნიშვნელოვანი თარიღები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

გაკვეთილების შემდგომ, შესვენების დროს პედაგოგებმა ბავშვები ეზოში გაიყვანეს და მათთან ერთად იმხიარულეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება