სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ გადაამზადებს საჯარო სკოლის დირექტორებს და ჩააბარებენ თუ არა გამოცდებს? - ბერიკა შუკაკიძე ახალი პროექტის დეტალებზე
23-01-2020
-
+


საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირება და გამოცდა ახალი სტანდარტის მიხედვით მოხდება, რომლის შემუშავებაშიც თავად მიიღეს მონაწილეობა - ამის შესახებ  etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, „დირექტორთა ეროვნული სკოლის“ პროექტის დაწყების დროს თავად არ წყვეტს და ამას განათლების სამინისტრო დაადგენს. 

„დირექტორთა ეროვნული სკოლის პროექტის მონახაზს ვაკეთებთ. სტანდარტი უკვე მზად არის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს სტანდარტი თავად დირექტორებმა დაწერეს, ასევე ჩართულნი იყვნენ განათლების ექსპერტები და რამდენიმე რესურსცენტრის უფროსი. ანუ ეს არ იყო საიდანმე ნათარგმნი თავს მოხვეული სიახლე. ჩვენ ვთხოვეთ სკოლის დირექტორებს თავად ეთქვათ როგორი სტანდარტი უნდოდათ. სწორედ ამ სტანდარტიდან მოხდება შემდგომ სერტიფიცირება და ეს სტანდარტი განსაზღვრავს გასაუბრებებსაც. ვადების შესახებ სამინისტრო მუშაობს და სწორედ ისინი გადაწყვეტენ როდის დაიწყება პროექტი. ჩვენ დოკუმენტებს ვამზადებთ“.

- ბატონო ბერიკა, დირექტორთა სერტიფიცირების საკითხსაც დიდი ხანია ველოდებით...

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან ახალი სტანდარტი მუშავდება, მათი სერტიფიცირებაც აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს და გამოცდაც აქედან გამომდინარე უნდა იყოს. იქნება სერტიფიცირების გამოცდა და თუ ადამიანი დაადასტურებს კვალიფიკაციას შემდგომ, იმ სკოლებში სადაც ვაკანსია გამოცხადდება მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. ვადებზე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი.

- ვინ გადაამზადებს სკოლის დირექტორებს?

- დირექტორებს გადაამზადებენ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები, ასევე სამინისტროს წარმომადგენელები და უნივერსიტეტიდანაც იქნებიან ჩართულები. ეს იქნება ანაზღაურებადი სამსახური და კონკურსში ვინც გაიმარჯვებს ის იქნება ტრენერი, თუმცა ჩვენ გვექნება ჩვენი მონახაზი თუ ვინ უნდა იყვნენ ეს ადამიანები.

- რას მოიცავს გადამზადება და უფრო კონკრეტულად რა მიმართულებით გადამზადდებიან დირექტორები?

- გადამზადება ცალსახად მიმართული იქნება, რომ დირექტორი საგანმანათლებლო ლიდერად იქცეს. ანუ სკოლის დირექტორს უნდა შეეძლოს სასკოლო სასწავლო გეგმაზე მუშაობა და მისი ფასილიტაცია. უნდა შეეძლოს საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, ამ გზით მასწავლებლის საქმიანობის შეფასება და მისთვის პროფესიული დახმარების აღმოჩენა, ან მისთვის საჭიროებიდან გამომდინარე პროფესიული ტრენინგების შეთავაზება.

ჩვენთვის საგანმანათლებლო პროცესი არის სწავლა-სწავლების პროცესი. კარგია რომ სკოლის დირექტორი კარგი მენეჯერია, კარგი მნე არის, მაგრამ სკოლის დირექტორი უნდა კურირებდეს საგანმანათლებლო პროცესს. ანუ დირექტორები ორიენტირებულნი იქნებიან სწავლა-სწავლების პროცესზე, ვიდრე გათბობის ქვაბის მდგომარეობაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისთვის სკოლას მნე ჰყავს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლის დირექტორმა, რიფსიმე არუთუნიანმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა
 
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება