სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა უნდა ისწავლონ მშობლებმა მასწავლებლისგან
15-11-2022
-
+


მშობლები ხშირად პედაგოგებისადმი ძალიან მომთხოვნები არიან. მათი აზრით, მასწავლებელს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება და პედაგოგები ყოველთვის პროფესიული ზრდისკენ, ახლის შემეცნებისკენ უნდა ისწრაფვოდნენ. თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ მასწავლებლებისგან არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. 

გთავაზობთ ოთხ მნიშვნელოვან თვისებას:

მოთმინება: მასწავლებლების მოთმინების უნარი შესაშურია. რა თქმა უნდა, ეს თანდაყოლილი თვისება არ არის, და წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის. კლასის 25 ბავშვთან ურთიერთობისას მშვიდად და წარბშეუხრელად ზოგჯერ უაზრო და სასაცილო კითხვაზე პასუხის გაცემასაც კი სწავლობ, სიმშვიდეს არ კარგავს იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსწავლეები ერთი და იგივე გითხვით მრავალჯერ მიმართავენ. 

მეორე სუნთქვა. შეირბინეთ სკოლაში, იმისთვის რომ გაიგოთ როგორ მისდის მოსწავლეს საქმე. მასწავლებელი კი გესაუბრებათ, მშვიდად, აწონილად, ყურადღებით გისმენთ და გაძლევთ აზრის დასრულების საშუალებას და მხოლოდ მაშინ გცემთ პასუხს, ამასთან, გულღია ღიმილი პერიოდულად იჩენს თავს მის სახეზე.

თქვენ მას ვერც კი შეამჩნევთ, რომ ერთი სასწავლო დღის მანძილზე დაფასთან სასწავლო დროის 90% გაატარა, ერთ გაკვეთილზე 25 ბავშვის აზრი მოისმინა, ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან აქტუალური საკითხები განიხილა, მოამზადა ანგარიში, დაგეგმა გაკვეთილი შემდეგი დღისთვის და ათობით საკითხი გადაწყვიტა.

მასწავლებელი - იულიუს კეისარი. ცნობილია, რომ გაიუს იულიუს კეისარს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება ძალუძდა. თუ რამდენად ეფექტურად აკეთებდა ამას, უცნობია. მასწავლებლის პროფესია ხანდახან მდგომარეობს იმაში, რომ მოასწრო ერთდროულად რამდენიმე საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია სამუშაო დროის მანძილზე ყველა მრავალრიცხოვანი მოვალეობის მოსწრება.

დედუქცია. მასწავლებელს ხანდახან უხდება შერლოკ ჰოლმსის როლი მოირგოს. ყველაზე ხშირად მაშინ როცა, მოსწავლეთა სამუშაოებს ასწორებს და ერთ ან რამდენიმე ხელმოუწერელ ეგზემპლარს აწყდება. ამ დროს მასწავლებელი აქტიურად რთავს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს და ცდილობს ამოიცნოს, ვისი ხელმოუწერელი სამუშაო უდევს წინ. 

ასე რომ მასწავლებელს საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო სამუშაო აქვს და ინტელექტის და ლოგიკის გარეშე პროფესიაში გაუჭირდება. დარწმუნებულები ვართ ეს თვისებები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება