სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რას მოასწავებს ოჯახისთვის, თუ ძველით ახალ წელს გატეხილი კაკალი ცარიელი აღმოჩნდება? - კალანდობის ტრადიცია გურიაში
13-01-2020
-
+


ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ, თუმცა გურიაში ეს დღესასწაული განსაკუთრებულია. აქ მას თავისი სახელიც აქვს - კალანდობა. ეს გურულების ტრადიცია და საზეიმო რიტუალია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

როგორც ცნობილია, კალანდობა ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს, თუმცა გურულებისთვის ის 14 იანვარს დგება და წმინდა ბასილის ხსენების დღეს ემთხვევა.

კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია, რომელიც წმინდა ბასილის წვერს განასახიერებს. ის თხილის მსხვილი ჯოხისგან მზადდება, შემდეგ მას თავზე ჯვარს უკეთებენ, კურკანტელით, ხილითა და ტკბილეულით აფორმებენ, ქვემოთ კი სუროს უფენენ.

ჩიჩილაკისთვის სუროს დაფენის ტრადიცია ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. სურო ოლიმპოს ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რომ მტრების ცეცხლში დაწვას გადაერჩინა. სწორედ ამიტომ გურულებს სჯერათ, რომ ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებს ოჯახს.

ტრადიციულ კალანდას წინ „ცხემლისჭრა“ უძღვის, როცა ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში ცხემლის ხეს ჭრის და მისგან დამზადებულ შეშას ჯერ ცეცხლთან აწყობს გასაშრობად, შემდეგ კი ბუხარში შეუძახებს.

გურიაში განსხვავებული სახელი აქვს მეკვლესაც. მას აქ მფერხავი ჰქვია. მფერხავს მასპინძელი ახალი წლის ღამეს ეზოში ხვდება, ალილოს ერთად მღერიან და ერთმანეთს კალანდობას ულოცავენ. ყაბალახში გამოწყობილი მასპინძელი მფერხავს მარანთან მიუძღვება ხის გობით, რომელზეც მოხარშული ღორის თავი, ნანადირევი, ტრადიციული გურული ღვეზელი, ჩირები, ჯანჯუხა (ჩურჩხელა) და სხვა საახალწლო ნობათი აწყვია.

მარანში შესული ოჯახის უფროსი გობს მიწაზე დგამს, ჩაფს ღვინით ავსებს და წმინდა ბასილს ოჯახის კეთილდღეობას სთხოვს. ამის შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმინდა ბასილს ევედრება, რომ ოჯახიც კაკალივით სავსე იყოს სიკეთით.

მოგვიანებით გურულები კაკალს ტეხენ და თუ ის ცარიელი აღმოჩნდება, მათი რწმენით, ეს უბედურების მომასწავებელია, ამიტომაც მეკვლე ხელმეორედ შესთხოვს წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელ კაკალს არ დაამსგავსოს. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ მიემართება.

კალანდობის სუფრაზე გურული ღვეზელი, საცივი, საკალანდოდ დაკლული ღორი, შავი ღვინო და კრიმანჭული შეუცვლელი კერძებია. საშობაო ღვეზელში ჩადებული კვერცხი კი გურულებისთვის ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოა, რასაც გურულები ყოველი მომდევნო წლისთვის იმედიანად იბედებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება