სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის წარმატების 6 საიდუმლო - რა დაგეხმარებათ თქვენს პროფესიაში?
08-05-2021
-
+


წარმატება მასწავლებლის პროფესიაში, ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში, მთლიანად დამოკიდებულია საქმისადმი მიდგომა-დამოკიდებულებაზე.

ამასთან, წარმატებულ მასწავლებლებს აქვთ ხასიათის საერთო ნიშნები, რომლებიც გარკვეულწილად მათ წარმატებას განაპირობებს. ჩვენ მათგან რამდენიმეს გაგაცნობთ: 

იუმორის გრძნობა

იუმორის გრძნობას შეუძლია დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული მასწავლებელი. იუმორით შეძლებთ კლასში დაძაბულობის შემცირებას. ბევრი მასწავლებელი დაგვეთანხმება, რომ დროულ ხუმრობას ერთ წამში შეუძლია მოსწავლეებს დაღლილობა და დაძაბულობა მოუხსნას. 

იუმორის გრძნობა ასევე შეცვლის მასწავლებლისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულებას. ისინი შესაძლოა მოუთმენლადაც კი დაელოდონ ასეთ პედაგოგთან მორიგ შეხვედრას. 

ამასთან, მასწავლებლის პროფესია საკმაოდ სტრესულია, ამიტომ იუმორის გრძნობა შესაძლებლობას მოგცემთ უფრო პოზიტიურად უყუროთ ცხოვრებას. 

სტრესამტანობა და ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მასწავლებლობა ისეთივე მძიმე პროფესიაა, როგორც საჰაერო მოძრაობის მარეგულირებელი, პილოტი ან მეხანძრე. სტრესის დონე მათ დაახლოებით ერთ ნიშნულზე აქვთ.

ამიტომ სტრესის ამტანობა და ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ უსიამოვნებებს.

ცხოვრებასა და სამსახურში ბევრი მოულოდნელი ნეგატიური სიტუაცია შეგექმნებათ, მაგალითად, სამსახურში მისვლისას შეიტყობთ, რომ განრიგი შეიცვალა ან რომელიმე ავად გამხდარი კოლეგა სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ, სასიამოვნო, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ მასწავლებელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მისი უკმაყოფილება მოსწავლეებზე არ აისახოს.

მოსწავლეებისგან მაღალი მოსწრების მოლოდინი

ეფექტურ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კარგი შედეგები. თქვენ უნდა იღწვოდეთ ​აწიოთ თამასა თქვენი მოსწავლეებისთვის. რაც უფრო მეტ შრომას და ძალისხმევას ჩადებთ, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ.

თუ დაარწმუნებთ მოსწავლეებს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ ბევრად მეტს, ამით მათ თავდაჯერებულობას შესძენთ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაუსახოთ არარეალური მიზნები. მაგრამ თქვენი მოლოდინები იქნება ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება მიაღწიონ უკეთეს შედეგებს. მაგრამ ამისთვის კლასში ეფექტური სასწავლო გარემო უნდა შექმნათ.

რათა მოსწავლეები ხედავდნენ, რომ მათთვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული პირობები საკუთარი ძალების და შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

სისტემა საქმეში

იმისთვის, რომ შექმნათ სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემო, თქვენ უნდა შექმნათ სისტემა, რომელშიც მოსწავლეებს ეცოდინებათ, რას უნდა ელოდონ თქვენგან. უნდა იყოთ თანმიმდევრული. ეს მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ სწავლების ხელსაყრელ, არამედ უსაფრთხო გარემოს ქმნის.

რა თქმა უნდა, მოსწავლეები დღის მანძილზე შეძლებენ მასწავლებლის ახალ მოთხოვნებთან შეგუებას. მაგრამ მათ ნაკლებად მოეწონებათ სასწავლო გარემო, რომელშიც წესები გამუდმებით იცვლება.

სამართლიანობა

მოსწავლეები ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ, თუ კლასში ვინმეს გამოარჩევთ. იყავით ყველასთან ერთნაირად სამართლიანი. თუ თქვენ აქებთ ან შენიშვნას აძლევთ მოსწავლეს, აუცილებლად ახსენით და არგუმენტი მოიყვანეთ. 

მოქნილობა

განათლებაში მუშაობა მუდმივ ცვლილებებს გულისხმობს. გარემოს ცვლილებებისადმი მოქნილი დამოკიდებულება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოულოდნელი სტრესის თავიდან ასაცილებლად. ეს მნიშვნელოვანია თქვენი მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ელოდებიან, რომ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი, ყველა სიტუაციას გააკონტროლებთ და დაეხმარებით მათ ცვლად გარემოებებთან გამკლავებაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება