„სიცოცხლით და სიხარულით სავსე დღე“ - ამაღლების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას დაწყებითისა და ხელოვნების კათედრის მიერ ორგანიზებული საახალწლო ზეიმიც შეუერთდა.
მოსწავლეებმა სიმღერები, ცეკვები და სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარმოადგინეს.
„სიცოცხლით და სიხარულით სავსე დღე, რომელიც დარჩება სკოლის ისტორიაში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები