სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

25 700-ზე მეტი სტატია, 1700-ზე მეტი სკოლა და 12 მილიონზე მეტი მნახველი - Etaloni.ge-ს  2019 წელი
30-12-2019
-
+


როგორი იყო 2019 წელი? - წარმატებულიც, სენტიმენტალურიც, დასამახსოვრებელი და ამბიციურიც. ბევრი მეგობარიც შევიძინეთ და თამამად ვიტყვით - Etaloni.ge-ს უბრალო გულშემატკივრები კი არა - მამულიშვილი თანამოაზრეები ჰყავს თითოეული თქვენგანის სახით. თქვენი ყოველი მოწონება, ყოველი კომენტარი, ყოველი კითხვა თუ ყოველი რჩევა ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

კიდევ ერთი წელი გაილია - ობიექტურობისა და ოპერატიულობის სადარაჯოზე. Etaloni.ge-ს გუნდის მიერ დაიწერა და საიტზე განთავსდა 25 700-ზე მეტი სტატია, საიტის ინფორმაციებს გაეცნო 12 მილიონზე მეტი მნახველი, ხოლო 2019 წელს  etaloni.ge-ს დიდმა ოჯახმა 1700 საჯარო და 30 კერძო სკოლა გააერთიანა. ჩვენ, თქვენთან ერთად, ვზრუნავთ მომავალი თაობების ეფექტურ განათლებასა და პროგრესზე, ჩვენ ერთად ვიბრძვით მომავალი თაობების წიგნიერებისთვის! ერთად ვემსახურებით მათ ინტერესებს და ამ დიდ საქმეში დადებული ერთი აგურიც კი გვაძლევს სიამაყის საფუძველს!

„ეტალონი“ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც მუდამ მამულიშვილური სულისკვეთების და ეფექტური განათლების სადარაჯოზეა. ჩვენ ვიცით გუნდურობის ფასი და ვაფასებთ თითოეული ჩვენი თანამოაზრე სკოლის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს!

სკოლების პოპულარიზაცია, ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარი, ობიექტურობა, ოპერატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა... ასე ახასიათებენ Etaloni.ge-ს ჩვენი რესპონდენტები და ფაქტია - ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით ჩვენი ერთგული მკითხველის მხარდაჭერისა და ჩვენი ერთგული თანამოაზრეების გარეშე!

2020 წელს კი ერთად ვსახავთ ამბიციურ და ახალ გეგმებს - მივყვებით თქვენგან მოტივირებულები და თქვენთან მეგობრობით გაძლიერებულები!

ჩვენ „ეტალონი“ ვართ!

განათლება და ღირსება - ბედნიერება ყველას სჭირდება!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება