| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში VI-ა კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაზე წარმოადგინეს ორ მოქმედებიანი მუსიკალური სპექტაკლი «В гостях у сказки». (პედაგოგი: ნატალია ცხადაშვილი, კლასის ხელმძღვანელი: ლია ალავიძე).
სპექტაკლს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მაია ცქიტიშვილი, კურიკულუმის ექსპერტი - ლია ცერცვაძე, სკოლის დირექტორი - ირმა შველიძე, სასწავლო ნაწილი - ეკა ჭეიშვილი, სკოლის პედაგოგები, მშობლები და დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
„პატარა მსახიობებმა სცენაზე გააცოცხლეს სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირები: კონკია, ალადინი და ჟასმინი, პეპი გრძელწინდა, მერი პოპინსი, ნაცარქექია, კომბლე, ჩებურაშკა და გენა, კარლსონი და ბიჭუნა, ბურატინო, წითელქუდა.
კეთილმა ფერიებმა დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩართეს სპექტაკლის მსვლელობაში, მაყურებელს უნდა გამოეცნო წარმოდგენილი ზღაპრის პერსონაჟები, წიგნის სახელწოდება და ავტორი, ხოლო მეორე მოქმედებაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს სცენები ამ ზღაპრებიდან“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად