სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
26-12-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის მესამე კლასში საახალწლო ზეიმი ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და თემატური სიტყვები წარმოთქვეს. მოსწავლეებს ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი მაია მელქაძე ხელმძღვანელობდა.

„ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება.

ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს. ქართული კერძი, ტრადიცია, მხიარულება, მეგობრების თუ ოჯახურ წრეში ყოფნა ,-ეს არის მთავარი ატრიბუტი საახალწლო განწყობისთვის.

ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი; გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება. გოზინაყი ყოველი ჩვენგანის საყვარელი ტკბილეულია. საახალწლო სუფრაზე იდება ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა: საცივი, საჭაპური, ჩურჩხელა, გოზინაყი. როგორც კი სუფრა მზად იქნება, საახალწლო ღონისძიებები იწყება, ხოლო როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს, ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.

კარგი განწყობით, მხიარულად ხვდება ახალ წელს სავანეთის საჯარო სკოლა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად. ახალი წლის ზეიმი აღნიშნა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა მაია მელქაძემ მესამე კლასში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები აზერბაიჯანელები არიან, კარგად ფლობენ სახელმწიფო ენას. საახალწლო ზეიმს დაესწრნენ; მშობლები, პედაგოგები, სკოლის დირექტორი; ქალბატონი ინგა მიქელაძე, სკოლის ადმინისტრაცია და ა.შ.

კლასში საახალწლო იდილია იყო, ნაძვის ხესთან მოსწავლეები კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ. მაია მასწავლებელმა საჩუქრებით დააჯილდოვა მოსწავლეები, რომლებმაც ზეიმი დაამთავრეს ნოდარ დუმბაძის ლექსით:

„ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით
მე მოვედი რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.“, -  აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება