სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-12-2019
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები: რიმა სუდაძე, ირა შერგელაშვილი, მარიამ შერგელაშვილი, ანუკი ენდელაძე და გიორგი დათუნაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ კონფერენციაში - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა   სოციალური   ინკლუზიით“ მონაწილეობდნენ.

მოსწავლეთა პრეზენტაციამ მსმენელთა აღფრთოვანება გამოიწვია. მონაწილეები დააჯილდოვეს სერტიფიკატებით და სიმბოლური საჩუქრებით.

„აღნიშნული კონფერენცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროგრამის  ფარგლებში დაფინანსებული 18 პროექტის შედეგებს. მათ ასევე დაათვალიერეს ახალციხის N5 და N7 სკოლებში ორგანიზებული ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი ნივთები, მოისმინეს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების თანამშრომლობით მომზადებული საპრეზენტაციო თემები: მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს  ბოშა  და  მესხ მოზარდებში  ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათში  სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას,  ასევე, ქვეპროგრამის  მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება