| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი გაიმართა, რომელშიც წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდიც მონაწილეობდა.
ფინალურ თამაშში ზონალურ ტურებში გამარჯვებული ბორის, ვერტყვიჭალის, მოლითის, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლებისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდნენ.
„კონკურსში - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:
გუნდის კაპიტან საბა ებანოიძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ თასი გადასცა და გუნდის წევრები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მერი ფინალში მონაწილე გუნდებს გაზაფხულზე ბათუმში ექსკურსიის დაფინანსებას დაჰპირდა.
კონკურსი ქართული სიმღერებით გაალამაზეს გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ მანჯავიძემ და თამარ ლურსმანაშვილმა.
გიმნაზიის გუნდი გასული წლის გამარჯვებული გუნდია კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ და წელსაც მოიპოვა ღირსეული გამარჯვება. მათ წარმატებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის მასწავლებელს - ზეინაბ ბუაჩიძეს, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია თავისი მოსწავლეებისთის და ერთიანი ძალებით მოიპოვეს გამარჯვება.
გიმნაზიის გუნდს გამარჯვება მიულოცა მეუფე მელქისედეკმა და ეპარქიის მამებმა.
კონკურსი - „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ერთ-ერთი საუკეთესო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ამაღლებს ცნობიერებას და უღვივებს სიყვარულს თავიანთი ხარაგულის შესახებ“,-ნათქვამია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის განცხადებაში.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ 2013 წლიდან „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორის გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით იმართება. პროექტი, ტრადიციულად, რამდენიმე წელია ტარდება ხარაგაულში და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად