სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ერისთავის პერსონაჟები გააცოცხლეს
24-12-2019
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ერისთავის პიესის - „გაყრა“ მიხედვით სპექტაკლი დადგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლი პროექტის- „ლიტერატურული კლუბი“ ფარგლებში დაიდგა.

„ევროპის აკადემიის ცენტრის მიერ ორგანიზებული „არაფორმალური განათლების საზაფხულო ბანაკის“ ბენეფიციარმა აბასთუმნის საჯარო სკოლის პროექტისთვის „ლიტერატურული კლუბი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება მოიპოვა. სკოლამ დაფინანსება სასკოლო ინიციატივების წახალისების ფარგლებში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მიიღო. პროექტის მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის სპექტაკლი „გაყრა“ მათ გააცოცხლეს მოქმედი პერსონაჟები და და არაჩვეულებრივად  წარმოაჩინეს იმ დროინდელი ეპოქა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში 2019 წლის 21 დეკემბერს თბილისის მიმართულებით ექსკურსია მოეწყო.

პროექტის მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეებმა „გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი“ მოინახულეს.  ამასთანავე ნახეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, ქაშვეთის ტაძარი სვეტიცხოველი და  სამთავისი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება