სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ელენე გვეტაძე კომპიუტერით დაჯილდოვდა
24-12-2019
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე გვეტაძემ საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერი მიიღო.

„ჩვენდამი რწმუნებული სკოლის საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების აღსანიშნად ელენე გვეტაძეს, შრომა და სწავლისადმი გულმოდგინება დაუფასდა და როგორც ყველა წარჩინებულ მეცხრეკლასელს, გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

ციხიის საჯარო სკოლა ელენეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება