| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N2 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და დამრიგებლის ინიციატივით ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი - „ოცნებები სრულდება...ცხოვრება მშვენიერია“ განხორციელდა.
„ერთი დღე გავულამაზეთ მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს. წავიყვანეთ ისინი პარკში საქანელებზე, დავასწარით კინო-თეატრ „აპოლოში“ მულტიპლიკაციურ ჩვენებას და ლანჩზე „მაკდონალდსში“ წავიყვანეთ.
გარდა ამისა, Vგ კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს ბავშვებს.
პ.ს. ძალიან დიდი მადლობა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორს ბატონ ირაკლის, რომელმაც დაგვაფინანსა თანხით (200 ლარის ოდენობით), დიდი მადლობა ჩვენი კლასის მშობელს, რომელმაც ბავშვები უფასოდ დასვა საქანელებზე
და ძალიან დიდი მადლობა მშობლებს და ბავშვებს მხარდაჭერისთვის.
დიახ, მეგობრებო, ცხოვრება სწორედაც რომ მშვენიერია“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად