| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოჩხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შეხვედრა - „ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“ გაიმართა.
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა ნინო კაკუშაძემ მისივე წამოწყება ერთ მთლიან, კომპლექსურ პრეზენტაციად გადააქცია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო შეჯამება/შეფასებაც, მოსწავლეთა მიერ, 2019–2020 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების 10%-სა.
ღონისძიებაში სოჩხეთის და ციხიის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„სოჩხეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა ნინო კაკუშაძემ მისივე წამოწყება მოსწავლეთა შეხვედრა - „ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“ ფარგლებში, ერთ მთლიან, კომპლექსურ პრეზენტაციად გადააქცია. ეს იყო შეჯამება/შეფასებაც, მოსწავლეთა მიერ, 2019–2020 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების 10%–სა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლის წარმომადგენელ ბავშვებს (არჩილ ჩუბინიძესა (VI), თათია ხერხაძეს (IX)) სოჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ბექა ჩხაბერიძემ, მარიამ გაბელაშვილმა, იოვანე, ქეთევან და ქრისტინე გოტიაშვილებმა (IX), ასევე, ბექა კვირიკეიშვილმა (VIII)) უმასპინძლეს. ბავშვები გაეცნენ ერთმანეთს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ესეები, ლექსის მხატვრული კითხვა და შექმნილი ვიდეო რესურსი - „ქორალი ანუ გუნდური კითხვა“, რომლის დროსაც გამოავლინეს 21–ე საუკუნის უნარ-ჩვევების ფლობა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად