| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა. ამის შემდეგ კლუბის წევრებმა, საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, სკოლაში სიმულაციური თამაში ჩაატარეს.
„სკოლისკენ მიმავალ გზაზე გადასასვლელი განახლებას საჭიროებდა, გადასასვლელთან ახლოს სატვირთო მანქანები ჩერდებოდნენ და კიდევ უფრო აფერხებდნენ გზაზე უსაფრთხო გადასვლას.
მოსწავლეების ინიციატივითა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა, დამონტაჟდა სატვირთო მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი და განთავსდა ავტობუსის განრიგის აღმნიშვნელი ტაბლო.
შემდეგ კლუბის წევრებმა, საგზაო ნიშნებისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, სკოლაში სიმულაციური თამაში - „ვიცნობთ თუ არა საგზაო ნიშნებს?“ - ჩაატარეს და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს თემში,“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტის „საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება“ ხელმძღვანელი მაია მუშკუდიანი, მოსწავლეები და პედაგოგები მადლობას უხდიან გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, შალვა ოგბაიძეს მოსმენისთვის, გაწეული შრომისთვის, თანადგომისა და თანამშრომლობისთვის.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად