სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ
23-12-2019
-
+


თელავი​ს მუნიციპალიტეტის, გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მიზანი სოფლის წარსულის და ისტორიის უკეთ გაცნობა იყო. 

„სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ, რათა უკეთ გაეცნონ სოფლის წარსულს და ისტორიას. აი რა არის მნიშვნელოვანი მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისათვის. სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა.
სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, ეს არის გულგულის საჯარო სკოლის მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ყველა ის ღონისძიება სადაც მოსწავლეები არიან ინტერესით და ხალისით აქტიურად ჩართულნი. დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი და ემოციური, დღე წარსულის ძიების და ისტორიის კვლევის, დღე საოცარი, ხალისიანი, გაფართოებული თვალები და ხალისიანი შეძახილები. რაც მთავარია ინტერესი, ინტერესი წარსულის ძიების, რანი ვართ, საიდან მოვდივართ. მადლობა თითოეულ ადამიანს ამ ლამაზი და საინტერესო დღისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ტიტე დარეჯანიშვილს, ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპედიციისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება