სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანანურის საჯარო სკოლის პედაგოგ მზია არაბულს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
20-12-2019
-
+


დუშეთის მუნიციპალიტეტის, ანანურის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მზია არაბული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სიგელით დაჯილდოვდა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

ანანურის საჯარო სკოლა მასწავლებლის ღვაწლის დაფასებისთვის მადლიერებას გამოხატავს.

"მზია არაბული იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ანანურის საჯარო სკოლი​ს სახელისა და ავტორიტეტის, ღირსეული ტრადიციების დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულეს. იგი ათეული წლების მანძილზე ასწავლის გერმანულ ენას, მოსწავლეებს აძლევს ღრმა ცოდნას, უვითარებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევებს, მათში ამკვიდრებს ზნეობრივ ღირებულებებს. საკუთარ გამოცდილებას უშურველად უზიარებს კოლეგებს. გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ნიჭიერებით, პრინციპულობით, სამართლიანობით, შემოქმედებითი უნარით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით,
სიდარბაისლითა და კეთილშობილებით.

დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ყოველთვის ანგარიშს უწევს ქალბატონი მზიას მოსაზრებებს. მას მშობლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან, როგორ საიმედო პედაგოგს. მისი აღზრდილები დღეს საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. ის მუდამ დაინტერესებულია სკოლის წარმატებებით და ქალბატონი მზიას წარმატებაც ჩვენი სკოლის წარმატებაა", - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება