სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საჩხერის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა
18-12-2019
-
+


აკაკი წერეთლის სახლობის საჩხერის N1 საჯარო სკოლასა და სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თაოსნობით, სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნაზი არსენაძის ხელმძღვანელობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა.

სკოლაში მიწვეული იყვნენ: ვარიანის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ნათია ადუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამირან გომართელი და ასისტენტი თამარ ველიტაშვილი, ენის პალატის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დათო ახლოური, საჩხერის კულტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხეიძე და მოადგილე ზურაბ თურმანიძე, ქეთევან მაჭარაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარინა კაციტაძე- საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი.

სკოლასთან ერთად პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დირექტორი ცეზარ ლაშხი და თანამშრომლები ლეილა ზაბახიძე - საექსკურსიო განყოფილების მთავარი კურატორი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ელენე მაკასარაშვილი- მეცნიერმუშაკი, კლარა მაჭარაშვილი და ფისო იაშვილი.

„ღონისძიება მრავალმხრივი და ემოციურად დატვირთული გამოვიდა როგორც პატარებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის კაბინეტის გახსნის შემდგომ მოსწავლეებმა სკოლის სააქტო დარბაზის სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების გმირები. განსაკუთრებით აღინიშნა აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის მეგობრობა წარსულში, რომელსაც დღეს აგრძელებენ იაკობ გოგებაშვილისა და აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმების თანამშრომლები. ისინი ცდილობენ აქტიური და მჭიდრო კავშირი იქონიონ სკოლებთან, განახორციელონ საინტერესო პროექტები. აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი იყო აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელების სტუმრობა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. პატარებმა საკუთარი ხელით შექმნილი წიგნი გადასცეს მუზეუმს სახსოვრად, რომ წლების შემდეგ მათ შვილები მიიყვანონ ვარიანში, გაიხსენონ ბავშვობა და გააგრძელონ ტრადიცია.

სკოლა მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს, სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნაზი არსენაძეს საინტერესოდ და მრავალფეროვნად განხორციელებული პროექტისათვის და აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს აქტიური ჩართულობისათვის, ასევე მშობლებს, რომელთა დიდი ძალისხმევით ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექცათ პატარებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება