| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით შემეცნებითი თამაში - „მარტივი ლოგიკა“ ჩატარდა.
IV კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს და ეკრანზე პროექტორით ნაჩვენები სურათების უმრავლესობა სწორად გამოიცნეს.
კლასის დამრიგებლის, ლეილა ბერიძის თქმით, სასწავლო პროცესში ყველა საგნის მასწავლებელი აქტიურად იყენებს ლოგიკურ ამოცანებსა და ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს ლოგიკური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება, სწორედ ეს გახდა მათთვის წარმატებულ თამაშის საფუძველი.
მოსწავლეებს ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საახალწლო საჩუქრები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს.
იხილეთ ფოტო
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად