სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კონფერენციას - „eTwinning დემოკრატიისთვის“ დაესწრნენ
17-12-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებლები (ირინა სოსელია, იზოლდა ხვიჩავა) და მოსწავლები (გიორგი სოსელია - XII კლასი, შუშანიკ ზუმაძე - XII კლასი, დიმიტრი გაბუნია - XI კლასი, ანანო ხარებავა - XI კლასი) მასწავლებელთა სახლში წლის შემაჯამებელ კონფერენციას - „eTwinning დემოკრატიისთვის“ დაესწრნენ.

კონფერენციაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი, როლფ გოლობი, რომელმაც დამსწრეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებული გამოწვევები გააცნო.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორებიც განიხილეს, ჩატარდა ვორქშოფები სხვადასხვა თემატიკაზე და კონფერენციის ფარგლებში მოეწყო პროექტების პოსტერების გამოფენაც. სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ მუშაობდნენ ამა თუ იმ პროექტზე.

„პედაგოგებმაც გავიზიარეთ საუკეთესო პრაქტიკა, რაც დაგვეხმარება აქტიურად მუშაობაში და საინტერესო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

პროექტის ფარგლებში ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები და სერთიფიკატები გადაეცათ, მასწავლებლებს კი მასწავლებელთა სახლის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, წარწერით - „პროგრამა “ eTwinning-ში“ აქტიური თანამშრომლობისათვის“ ვარსკვლავები გადასცა.

„ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით პროგრამის კოორდინატორს, ხატია მატკავასა და მის გუნდს, რომ მოგვცა შესაძლებლობა, დავსწრებოდით ამ საინტერესო კონფერენციას და უკეთ გაგვეცნობიერებინა დემოკრატიის პრინციპები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება