სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში თემაზე - „ქართველი რომანტიკოსები“ ვიქტორინა ჩატარდა
16-12-2019
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლაში თემაზე - „ქართველი რომანტიკოსები“ ვიქტორინა ჩატარდა.

გუნდები მე-11 კლასებიდან შეირჩა: მე-11 ა კლასის გუნდის სახელწოდება - „აისი“, მე-11 ბ კლასის - „მგოსნები“, მე-11 გ კლასის კი - „ქიმერიონი“ იყო. 

ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინე ნებაძემ, მოამზადა. 

მოსწავლეთა ცოდნა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ზოია ბალიაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, მარინე სულაქველიძე და ცირა ბრეგვაძე იყვნენ. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძე, პედაგოგები და მაღალი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

ვიქტორინის კითხვებით რომანტიკოსი პოეტების: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიები, მათი ღვაწლი და შემოქმედება ამოიწურა.

სკოლის ინფორმაციით, ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლემ რომანტიკოსთა შემოქმედების ღრმა ცოდნა გამოავლინა. 

ღონისძიების მიზანი იყო, მოსწავლეებს უკეთ შეესწავლათ ამ პერიოდის მწერალთა შემოქმედება.

ვიქტორინაში 53 ქულით მე-11 ა კლასის გუნდმა - „აისმა“ გაიმარჯვა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება