სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
16-12-2019
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება.

სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი მაია არახამიაა.

პროექტის ფარგლებში სკოლაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიებას ასოციაცია „ათინათის“ პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში მზია ქარდავას ხელმძღვანელობით სკოლის „ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ეკოლოგიური განათლების“ კლუბის წევრები შეუერთდნენ.

მათ V-VII კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა პრეზენტაციები  წარადგინეს და ბავშვთა უფლებებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს. გაიმართა ფილმ  „ყვირილის“ ჩვენებაც და დისკუსია, თუ რისი უფლებები აქვთ ბავშვებს და როგორ იცავთ მათ კანონი.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა თანატოლებს ადამიანის უფლებათა დღე მიულოცეს და თავისუფალ სამყაროში ცხოვრება უსურვეს.

„კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, იცვლება და ვითარდება შეხედულებებიც იმაზე, თუ რას წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. მიუხედავად იმისა, რომ 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის, მონობისა და წამებისაგან დაცვის, განათლების, მუშაობის და სხვა ფუნდამენტური უფლებები, დღესაც კი, უამრავ ქვეყანაში, ეს უფლებები ხშირად ირღვევა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება