სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N84 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის ფერებით, მოვალთ მოგეფერებით“ ჩატარდა
16-12-2019
-
+


თბილისის N84 საჯარო სკოლაში შემოდგომა ღონისძიებით - „შემოდგომის ფერებით, მოვალთ მოგეფერებით“ გააცილეს.

„ტრადიციად ქცეული შემოდგომის გასაცილებელი ღონისძიება, რომანტიკული სახელწოდებით „შემოდგომის ფერებით, მოვალთ მოგეფერებით“, სკოლაში სოფო მასწავლებელმა წელსაც უხვსტუმრიანობითა და მრავალფეროვანი ნახატების გამოფენით ჩაატარა.

გამოფენას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქართული ფოლკლორული შემოქმედება, რომელიც მეშვიდე პირველი კლასის მოსწავლე გიორგი ცხვედიანმა, ასევე მესამე და მეოთხე კლასელებმა ელენე კვარაცხელიამ, მარიამ ბეჟანუიშვილმა, ნიკა ლაბაძემ, მარიამ და მათე მათეშვილმა წარმოგვიდგინეს.

ღონისძიების ლენტის გაჭრის შემდეგ ჩვენი სკოლის ფოლკლორისტმა მომღერლებმა სიმღერები შეგვისრულეს.

გამოფენა ჰოლში მოსმენილი მუსიკით იწყებაო და გამოფენას მუსიკალურად თან სდევდა გია ყანჩელის კომპოზიციები, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ მუსიკის პედაგოგს ეკა ბედოშვილი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების იდეის ავტორისა და ორგანიზატორის, თბილისის N84 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგის, სოფო კალანდაძის თქმით, თითოეული ბავშვის ნამუშევარი ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდა.

„ბავშვების ნამუშევრები გამოირჩეოდა სხვადასხვა თემატიკით, მნიშვნელოვანი იყო ნამუშევარში თავიანთი ჩანაფიქრი ხაზისა და ფერის მეშვეობით, რაც თითოეულ ბავშვს ინდივიდუალიზმით გამოარჩევდა.

ჩემი მიზანიც სწორედ ეგ გახლდათ, რომ ისინი თავისუფალი ყოფილიყვნენ ემოციის განცდის გადმოსაცემად, რომელიც შესანიშნავად ასახეს თავიანთ ნამუშევრებში“,- ამბობს სოფო კალანდაძე.

„სკოლის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ მუსიკის პედაგოგებს ეკა ბედოშვილსა და მანანა სისაურს. დამრიგებლებს: ნანა ჩუმაშვილს, ზიზი ზურაბაშვილსა და ქეთი თუმანიშვილს.

მადლობას ვუხდით ასევე ყველა მშობელს აქტიური თანამშრომლობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების პედაგოგს სოფო კალანდაძეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

გამოფენის დამთვალიერებლებს სკოლის დირექტორი და საპატიო სტუმრები მიესალმნენ.

ღონისძიებას ამირან შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის რეჟისორი და ქორეოგრაფი გოგა ოსეფაშვილი და გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ბეჟან ენუქიძე ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება